აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება
არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ შაქარს თეთრ სიკვდილს უწოდებენ. ეს პროდუქტი არა მხოლოდ წონის მომატებას, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს. რაციონიდან მისი სრულად ამოღება ძნელია, ამიტომ გიამბობთ რითი ჩაანაცვლოთ ის.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

რითი ჩავანაცვლოთ შაქარი

თაფლი

დავიწყოთ იმით, რომ თაფლი შაქარზე ბევრად სასარგებლოა. ეს ნატურალური პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და სასარგებლო მიკროელემენტებს. შაქრის თაფლით ჩანაცვლებით თქვენ ყოველდღიურად მიიღებთ სასარგებლო პროდუქტს. გარდა ამისა, თაფლს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი ეფექტი.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

მიწავაშლას სიროფი

ოდესმე გაგისინჯავთ ის? მაშინ დროა აუცილებლად დააგემოვნოთ. მიწავაშლა გემოთი ტკბილ კარტოფილს მოგვაგონებს, ხოლო გარეგნულად გავს კოჭას. მისი სიროფი შეიცავს ფრუქტანებს, რომელიც არც თუ ისე ბევრ პროდუქტში გვხვდება. მიწავაშლას სიროფი გაგანთავისუფლებთ მავნე შაქრის მოხმარებისგან და ასევე შემოიტანს თქვენს რაციონში სასარგებლო ნივთიერებებს. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს სიროფი შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც შეიძლება.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

სტევია

შაქრის სტევიით ჩანაცვლება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილებაა კულინარიაში. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და სასარგებლო მიკროელემენტებს. ყველაფერთან ერთად ის დაბალ კალორიულია. მისი გამოყენება შეგიძლიათ დიეტის და შაქრიანი დიაბეტის დროს. ამ პროდუქტით მომზადებული დესერტები უბრალოდ უგემრიელესი გამოდის.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

აგავას სიროფიაგავას სიროფი გემოთი და ფერით ძალიან ჰგავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ თაფლს. მისი დამატება შესაძლებელია ყავაში და ჩაიში, მაგრამ ხშირად არა. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზას, რომელიც იწვევს დიაბეტს. გარდა ამისა, თუ გაქვთ ღვიძლთან ან ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პორბლემა, უარი თქვით ამ პროდუქტზე.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

ნეკერჩხლის სიროფი

ეს არის საკმაოდ სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ხის წვენისგან მიიღება. მის შემადგენლობაში არის დაახლოებით 3 პროცენტი შაქარი, ამიტომ ის შესანიშნავი დამატკბობელია. გემოთი ის მოგვაგონებს კარამელს, ამიტომ ძალიან კარგად ერწყმის ბლინებს და ალადებს. ეს პროდუქტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, თუთიას, ფოსფორს, საქაროზას და B ჯგუფის ვიტამინებს.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

ხილი

ხილი შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია დღე ტკბილეულის გარეშე. ხილი არა მხოლოდ ტკბილის სურვილს მოგიკლავთ, არამედ გააჯერებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებით და მიკროელემენტებით. თუმცა მისი მიღებაც არ არის რეკომენდირებული დიდი რაოდენობით, რადგან შეიცავს ფრუქტოზას.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება

ქოქოსის სიროფი ან შაქარი

ეს არის კიდევ ერთი ნატურალური შაქრის ჩამნაცვლებელი პროდუქტი. გარდა ამისა, ქოქოსის შაქარი (ან სიროფი) გვეხმარება გლუკაგონის ჰორმონის გამომუშავებაში. ის კი თავის მხრივ აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და წვავს ცხიმებს.

აი რითი შეიძლება შაქრის ჩანაცვლება
შაქარზე უარის თქმა არც ისე ძნელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. 1-2 კვირაში თქვენ უკვე მიეჩვევით ნაკლებად ტკბილ ჩაის და ყავას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე თქვენ გაუფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია