ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი

ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი
სადღესასწაულო დღეების დროს საკმაოდ ძნელია წონის შენარჩუნება და ძირითადად ამაზე მაშინ ვფიქრობთ, როცა უკვე გვიანია. წონის მომატება კი მარტივია, მაგრამ დაკლების რა გითხრათ. ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგები. მშურს ჩემი დაქალის, რომელიც დიეტების გარეშე ინარჩუნებს თავის წონასა და ამბობს, რომ ეს ჯანსაღი საკვების დამსახურებაა. ვფიქრობ მისი სენდვიჩები ნამდვილად ახდენს სასწაულებს.
სულ მეგონა, რომ წასახემსებელი დიეტის მთავარი მტერი იყო. სწორედ მათ გამო მოვიმატე წონაში. ჩემი დაქალი კი მიმტკიცებს, რომ მთავარია პროდუტების სწორი შერჩევა და არა რაოდენობა. აქვე გაგიზიარებთ მის რამოდენიმე რეცეპტს.

იტალიური სენდვიჩი

ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი
ამ სენდვიჩისთვის დაგჭირდებათ ორი ნაჭერი ჭვავის პური, ერთი მუჭა ისპანახი, 1 ს.კ. პესტოს სოუსი, დიდი პომიდორის 1/3 და რამოდენიმე მოცარელას ნაჭერი. ისპანახი შეგიძლიათ მოთუშოთ ან ყველს დაადეთ ზევიდან. სენდვიჩი გააცხელეთ გრილზე და სურვილის მიხედვით მოასხით ზეითუნის ზეთი. შეგუძლიათ გემოვნების მიხედვით გაუკეთოთ სანელებლები.

ორაგულის სენდვიჩი

ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი

წასახემსებლის კიდევ ერთი ხმელთაშუა ზღვის ვარიანტი – წითელი თევზის სენდვიჩი.1 ნაჭერ მარცვლოვან პურს წაუსვით რიკოტას ყველი, დაადეთ ზევიდან თხლად დაჭრილი კიტრი და ორი ნაჭრტი ნაკლებ მარილიანი ორაგული. გააფორმეთ სენდვიჩი რუკოლათი. გემრიელად მიირთვით!

სენდვიჩი ჰუმუსით და კვერცხით

ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი

ეს სუფთა ევროპული წასახემსებელია. ტაფაზე ან ტოსტერში გამოაშრეთ ერთი ნაჭერი ჭვავის პური. წაუსვით ჰუმუსი. ჰუმუსს მოასხით არომატული ზეთი, მაგალითად სეზამის. ზევიდან დაადეთ ისპანახის ცოცხალი ფოთლები და ბოლოს მოხარშული კვერცხი. სენდვიჩის გაფორმება შეგიძლიათ მზესუმზირის გულით.

”მკვებავი” სენდვიჩი

ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი

ეს წასახემსებელი მოითხოვს მინიმალურ დანახარჯს. ქათმის ფილე გამოაცხვეთ ან მოამზადეთ გრილზე. დაჭერით თხელ ნაჭრებად. მთელ მარცვლოვანი პურის ნაჭრებს გადაუსვით კრემ-ყველი. ზევიდან დაადეთ ქათმის ხორცი. ქათმის შემდეგ დაადეთ სალათის ფოთლები და მწვანილი თქვენი გემოვნებით. სალათის ფოთოლთან დადეთ ერთი ნაჭერი კიტრი. არ არის რეკომენდირებული სენდვიჩში მარილის გამოყენება.

ავოკადო-სენდვიჩი

ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი

მოამზადეთ ქათმის ფილე ღუმელში ან გრილზე. დაჭერით თხელ ნაჭრებად. რბილი ავოკადო გაასუფთავეთ და დაჭერით ნაჭრებად. შეგიძლიათ მისგან პასტაც გააკეთოთ. პომიდორი დაჭერით რგოლებად, ხოლო სალათის ბოთოლი დაანაწევრეთ ხელით. ჭვავის პურის ნაჭერზე ჯერ დადეთ ავოკადო, შემდეგ სალათი, პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ბოლოს ქათამი. ბოლოს დაადეთ ზევიდან მეორე ნაჭერი პური.

ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი

უამრავი დიეტოლოგი უწევს რეკომენდაციას იმას, რომ დიეტის დროს უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის პურ-ფუნთუშეულზე. მე პირადად არ შემიძლია პურის გარეშე გაძლება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ზომიერად მივირთვა. იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ ეს რეცეპტები და თავს აარიდებთ მტანჯველ დიეტებს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი
მოიშორეთ ჩამოწელილი კანი და ორმაგი ნიკაპი სულ რაღაც 3 მარტივი ვარჯიშით