როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი

როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი

თუ თქვენს ბაღში იზრდება ჟოლოს ბუჩქები, კარგად იცით თუ რა ძნელია ადრეული მოსავლის მიღება. თუმცა მე მზად ვარ დღეს გაგიზიაროთ გამოცდილი მებაღეების რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.

როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი

როგორ მივიღოთ ჟოლოს ადრეული მოსავალი

ჟოლო ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი, ტკბილი და არომატული კენკრაა. არ დაგჭირდებათ არანაირი ეგზოტიკური ხილი, თუ თქვენი ჟოლო კარგ მოსავალს მოგცემთ. მაგალითად თუ გაქვთ რემონტატიული ჟოლო, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ გაგანებივრებთ მოსავლით.

როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი
თუ თქვენ გაქვთ ყველაზე ჩვეულებრივი ჟოლოს სახეობა, მაშინ უბრალოდ შეგიძლიათ მისცეთ მას ბიძგი ადრეული ნაყოფის მოსაცემად. დღეს გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას, რომელიც საკმაოდ გამოცდილმა წითელი კენკრის მოყვარულმა ფერმერმა და ისინი ნამდვილად მუშაობს.

რჩევა № 1: დასარგავად აირჩიეთ მზიანი მხარე

ჟოლოს არ უყვარს ჩრდილი. ჩრდილში კენკრა იზრდება პატარ და მჟავე, ზოგიერთი კი საერთოდ ძალისნ გვიან იწყებს ნაყოფის მოცემას. დარგვის დროს აირჩიეთ ყველაზე მზიანი ადგილი.

როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი

რჩევა № 2: ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ ბუჩქები

ბევრი წყალი და მზე – ეს არის ორი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გარემო ბარაქიანი მოსავლის მისაღებად. თუმცა ეცადეთ ნიადაგი ჭაობად არ გადააქციოთ. მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია ნიადაგზე და ამინდის პროგნოზზეც.

რჩევა № 3: გამოკვებეთ ბუჩქები ზრდის პერიოდში

ითვლება, რომ ჟოლო საკმაოდ არაპრეტენზიულია რადგან ის თავისუფლად იზრდება ველურ ბუნებაშიც. თუმცა თუ თქვენ გინდათ ადრეული მოსავლის მიღება, შეგიძლიათ დააჩქაროთ ეს პროცესი მისი გამოკვებით. აი ორი ვარიანტი:

  1. თუ თქვენ ეხლა რგავთ ბუჩქებს, აუცილებლად წინასწარ გაანოყიერეთ ნიადაგი კომპოსტით ან ნეშომპალათი. იდეალურია 1 კვადრატულ მეტრზე 10 კგ.
  2. თუ ჟოლო უკვე ზრდის პროცესშია, მაგრამ აშკარაა რომ მას აკლია სასარგებლო თვისებები, მაშინ საჭიროა მისი რეგულარულად გამოკვება. ამისთვის გამოგადგებათ ქათმის სკლინტი, ტორფი, ნაცარი, აზოტის სასუქები ან სპეციალური მზა ნაზავი კენკრისთვის.

რჩევა № 4: მოაშორეთ ახალგაზრდა ამონაყარი

ადრეული მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს ახალგაზრდა ამონაყარის მოცილება. საქმე იმაშია, რომ ისინი დაიწყებენ მსხვილი ტოტებიდან წყლის და საკვები ნივთიერებების მიღებას, რაც იმოქმედებს ნაყოფზე. არ არის აუცილებელი მათი ფესვიანად ამოღება, რადგან შესაძლოა ასე დააზიანოთ მთლიანი ბუჩქი. უბრალოდ გადაჭერით ის ძირში მაკრატლით.

როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი

რჩევა № 5: დაამუშავეთ ბუჩქები მოსავლის აღების შემდეგ

არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი მოსავალი აიღეთ, ამის შემდეგ აუცილებელია მისი მიხედვა. მოაცილეთ ის ტოტები რომლისგანაც ყველაზე მეტი კენკრა აიღეთ. ჩვეულებრივ ეს არის ძველი და მსხვილ ტოტები. ასე შედარებით ახალი ტიტები შეძლებენ ძალების მოკრებას და მოძლიერებას. შემდგომ საკმარისი მზის სინათლის, მორწყვის და სასუქის შემთხვევაში ის მოგცემთ ბევრად მეტ მოსავალს.

როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი
ყველაზე კარგია ცოცხალი კენკრის გემოთი დატკბობა, მაგრამ შეგიძლია ის გაყინოთ კიდეც და ზამთარშიც გაანებივროთ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები. მისგან ასევე მზადდება უგემრიელესი მურაბა, რომელიც მდიდარია C  ვიტამინით და შეუცვლელია გაციების დროს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი
რატომ უნდა მივირთვათ კივი კანთან ერთად