როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრები

როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრები

ყველა მებაღე აწყდება ჭიანჭველებთან დაკავშირებულ პრობლემას. ეს მწერები საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნიან. ჭიანჭველებთან ერთად ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენენ ბუგრები. მათი წყალობით თქვენი მცენარეები შესაძლოა სულ განადგურდეს და თან ძალიან მალე. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ როგორ დავიცვათ თავი მათგან ან როგორ მოვიშოროთ ეს მავნებლები.

როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრებითუ ქიმიურ საშუალებებზე დავიწყებთ საუბარს, მაშინ აქ მხოლოდ ყველაზე ძლიერი პრეპარატები იქნება საჭირო. უბრალოდ მომწიფების პერიოდში მათი გამოყენება არ შეიძლება. ნუ იდარდებთ, რადგან არსებობს საკმაოდ მარტივი და ეფექტური გამოსავალი ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად. საჭიროა ფიზიკური ბარიერის შექმნა რათა ვერ აძვრნენ ზედ ჭიანჭველები და ვერც ბუგრების გავრცელება შეძლონ. ამისთვის გაგიკვირდებათ და ფოლგა დაგჭირდებათ.

როგორ განვთავისუფლდეთ მარტივად ჭიანჭველებისგან და ბუგრებისგან

აიღეთ იმხელა ფოლგის ნაჭერი, რომ ეყოს ხეს გარშემო შემოსახვევად. შეგიძლიათ მოჭრათ თვალის ზომით ან სანტიმეტრის საშუალებით გადაზომოთ.

როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრებიფოლგის ერთი გვერდი (გრძელი მხრიდან) გადაკეცეთ 90 გრადუსიანი კუთხით, დაახლოებით 2 სმ სისქეზე. ასე შექმნით ბარიერს.

როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრებიგადაკეცილ მხარეს გააკეთეთ რამოდენიმე ჩაჭრა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხეზე შემოხვევისას ბარიერმა არ განიცადოს დეფორმაცია.

როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრებიდროა უკვე მზა ბარიერი დაამაგროთ ხეზე. ფოლგა მჭიდროდ შემოახვიეთ ხეს ისე, რომ ჭიანჭველებმა ვერ შეძლოს მის ქვეშ გაძვრომა. უკეთესია თუ მას თოკის საშუალებით დაამაგრებთ. გადაკეცილი კუთხე უნდა მოხვდეს ზედა მხარეს.

როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრებირაც შეეხება უკვე შესეულ ბუგრს, მასთან სწრაფად გამკლავებაში დაგეხმარებათ კალიუმის საპნის ან ნაცრის ხსნარი. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა მცენარისთვის, მაგრამ დამღუპველია მავნებლისთვის.

როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრებიეჭვი გეპარებათ რომ ეს მეთოდი გაამართლებს? რაც არუნდა უცნაური იყოს, ჭიანჭველებს უჭირთ თხელ და ბასრ პირზე გადასვლა, რომელიც 90 გრადუსიან კუთხეს ქმნის. დააკვირდით მცენარეეებს და ეცადეთ პირველივე ნიშნებისას მიიღოთ სათანადო ზომები.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვიშოროთ ფოლგის საშუალებით ჭიანჭველები და ბუგრები
ნაყენი, რომელიც 4 დღეში საშვილოსნოს კისტას სრულიად აქრობს