მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ საიდან გაჩნდა მის ხელებზე უცნაური გამონაყარი… სერიოზული დაავადების ნიშნები!

непереносимость глютена
непереносимость глютена

ცელიაკია- აუტოიმუნური დაავადება ბავშვებსა და მოზრდილებში, რომელიც ორგანიზმში გლუტენის ათვისების უნარის არ ქონის გამო ჩნდება. ეს ცილა გვხვდება თითქმისყველა მარცვლოვან კულტურაში. გლუტენი თითქმის ყველა მაკარონის და პურ-ფუნთუშეულის შემადგენლობაშია.

ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევაა. ამ დროს თავს იჩენს სხვა დაავადებებიც.

ცელიაკიას ხშირად აიგივებენ საკვების ალერგიასთან. გლუტენი არ არის ალერგენი, მაგრამ მასზე ალერგია არსებობს. უცნაურია ხომ?

ცელიაკიის სიმპტომები

გლუტენის აუტანლობის დროს ხდება მხოლოდ სიმპტომების მოხსნა. ამ დროს დაავადება ისევ აგრძელებს ორგანიზმის დაზიანებას.

ტკივილი ნაწლავებში
ეს არის ყველაზე აშკარა სიმპტომი გლუტენის აუტანლობის. ცელიაკიით დაავადებული ადამიანები გლუტენის შემცველი საკვების მიღების შემდეგ გამიცდიან შებერილობას, მეტეორიზმს და ფაღარათს.

თავბრუსხვევა
როცა ნაწლავებს დაკარგული აქვთ საკვები და სასარგებლო ნივთიერებების სრულფასოვნად შეთვისების უნარი, ორგანიზმი სუსტდება და კარგავს ორიენტაციის უნარს.

ხასიათის ცვლილება
გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანები ხშირად არიან გაღიზიანებულები. ყველაფერი კი კუჭ-ნაწლავის მუდმივი პრობლემების ბრალია.

თავის ტკივილი
ეს საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. როგორ წესი, ცელიაკიით დაავადებულებს თავის ტკივილი ეწყებათ საკვების მიღებიდან 30-60 წუთში.

კანზე გამონაყარი და ქავილი
როცა ნაწლავების ფუნცქიონირება დარღვეულია, ეს პირველ რიგში აისახება კანზე გამონაყარის სახით. ამ დროს იმუნური სისტემა რეაგირებს საკვების მომნელებელი სისტემის დისფუნქციაზე. გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც იწვევს კანის სიმშრალეს, გამონაყარს და ქავილს.

ქრონიკული დაღლილობა
ეს საკმაოდ შემაშფოთებელი სიმპტომია. როცა ადამიანს ძინავს 8-9 საათი, მაგრამ ის მაინც დაღლილია ე.ი. ორგანიზმი ხარჯავს მთელს თავის ენერგიას საკვების მონელებაზე. თუ რაციონიდან ამოიღებთ გლუტენის შემცველ საკვებს, თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ლაქტოზის აუტანლობა
ლაქტოზის აუტანლობა სიმპტომებით ძალიან გავს ცელიაკიას. ეს ორი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში ერთად მიმდინარეობს. ამიტომ თუ დაგიდგინდათ ერთი, ნუ გამორიცხავთ მეორის არსებობასაც.

მკურნალობის ერთადერთი მეთოდი არის მკაცრი უგლუტენო დიეტა და სწორად შერჩეული კვების რაციონი. როცა სიტუაცია დამძიმებულია, საჭირო ხდება მედიკამენტოზური ჩარევაც.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ საიდან გაჩნდა მის ხელებზე უცნაური გამონაყარი… სერიოზული დაავადების ნიშნები!
გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.