კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

სამედიცინო სფეროში სტომატოლოგიური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ კბილის ტკივილის ატანა ფაქტიურად შეუძლებელია და ერთი სული გვაქვს როდის გავიყუჩებთ მას. პირველ რიგში სახლში არსებული შინაურული საშუალებები გვახსენდება.

საუკეთესო გამოსავალი კი ექიმთან მისვლაა, მაგრამ ყოველთვის ხომ ვერ ვახერხებთ ამას? ხალხური მედიცინა გვთავაზობს კბილის ტკივილის გასაყუჩებლად გარკვეულ საშუალებებს, მაგრამ არის კი ყველა მათგანი სასარგებლო? დღეს სწორედ ამ თემაზე მოგაწვდით ინფორმაციას.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები, რომელიც არ მოქმედებს

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგს ნამდვილად შეუძლია დროებით ტკივილის გაუჩება და გინგივიტის განვითარებასაც უშლის ხელს, მაგრამ ის აზიანებს კბილის ემალს და შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს დამწვრობაც კი. აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა შეუძლია გამოიწვიოს გადაყლაპვის შემთხვევაში.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

მიხაკის ზეთი

ამ საშუალებას ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. საქმე იმაშია, რომ ლორწოვან გარსზე მოხვედრისას მიხაკის ზეთი იწვევს იმ მონაკვეთის დროებით გაბუჟებას. სამწუხაროა ის, რომ ეფექტი დროებითია და შესაძლოა ამის შემდეგ ორმაგად გაძლიერდეს კიდეც ტკივილი.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

პიტნის ჩაი პაკეტებში

ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო საშუალება, მაგრამ ძალიან არაეფექტური. საჭიროა გაციებული ჩაის პაკეტი მიიდოთ 25 წუთით მტკივან ღრძილზე. თუმცა საკმარისია პაკეტის მოცილება და ტკივილი მაშინვე ბრუნდება.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

მარილიანი ხსნარი

უსაფრთოა პირის ღღუს გასაწმენდად და ანთებითი პროცესის შესამჩირებლად. მარილი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და შვებას მხოლოდ რეგულარული მოხმარებისასა იგრძნობთ. თუმცა ვერ გადაჭრის მთავარ პრობლემას თუ ეს სტომატიტია.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

სპირტი

ცნობილია, რომ ალკოჰოლი ამცირებს ტკივილის რეცეპტორების ეფექტურობას. ხალხურ მედიცინაში შეხვდებით ასეთ რჩევას: ” დაიდეთ სპირტიანი ბამბა კბილზე”. სარგებელს ეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ და ტკივილიც ორიოდე წუთით გაყუჩდება.

ეს მეთოდი განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, რადგან როგორც იცით ნებისმიერი სახის ალკოჰოლი მომწამვლელია მათთვის.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

ნიორი

ნიორი ცნობილია, როგორც ბუნებრივი ნატიბიოტიკი, რომელიც ბაქტერიული ინფექციების განვითარებას უშლის ხელს. თუ თქვენ ინფექცია შეგეჭრათ ან გაქვთ სტომატიტი, ის ნამდვილად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. თუმცა კბილებთან და ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში ის ვერ დაგეხმარებათ.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

ვანილის ექსტრაქტი

არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ვანილის ექსტრაქტი. ყველა ექსტრაქტი შეიცავს ალკოჰოლს, რომელიც უბრალოდ მტკივანი ადგილის დროებით გაბუჟებას იწვევს. ეს საშუალება რაღა თქმა უნდა არა არის უსაფრთხო ბავშვებისთის.

კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს

ხალხურ მედიცინაში არსებული ზოგიერთი საშუალება ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე კბილებს ეხება. ამიტომ გირჩევთ კბილის ტკივილის დროს მიმართოთ ექიმს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კბილის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები: რომელი საშუალება გვეხმარება და რომელი გვაყენებს ზიანს
D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა