იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და ხშირად ეს ფინანსებს ეხება. იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, ძირითადად გვთავაზობენ ძვირადღირებულ პრეპარატებს და კოსმეტიკურ საშუალებებს. აღარაფერს ვამბობ კოსმეტიკურ პროცედურებზე, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა არსებობს გამოსავალი და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

საუბარია იაფფასიან სააფთიაქო საშუალებებზე, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება და შეუძლიათ ძვირადღირებული კოსმეტიკის ჩანაცვლება.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

ეს 11 პრეპარატი სულ სხვა თვალით შეგახედებთ თმისა და კანის მოვლაზე. შეიძლება რამოდენიმე მათგანს უკვე იყენებთ კიდეც.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები თმისა და კანის მოვლისთვის

წყალბადის ზეჟანგი

ამ ანტისეპტიკურ საშუალებას ხშირად ახსენებენ ხალხურ სახის მოვლის პროცედურებში. ლოსიონის მოსამზადებლად წყალბადის ზეჟანგი და წყალი შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით. ეს საშუალება ხელს უშლის ანთებითი პროცესების წარმოქმნას და ათანაბრებს კანის ფერს.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

წყალბადის ზეჟანგის გამოყენება დეოდორანტის მაგივრადაც შეიძლება. ის დაგიცავთ უსიამოვნო სუნის წარმოქმნისგან და ამასთან ერთად ხელს არ შეუშლის ოფლის გამოდევნას.

ბოდიაგა

პატარა ნაოჭების გარქობა და შედარებით ღრმა ნაოჭების შესწორება შეუძლია ბოდიაგას სახის ნიღაბს. ის ასევე ხელს უწყობს კანის გადაჭიმვას და მკვდარი უჯრედების მოცილებას. შეურიეთ ერთმანეთს 2 ჩ.კ. წყალბადის ზეჟანგი, 1 პაკეტი ბოდიაგა და 1 ჭიქა წყალი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე, დაიტივეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

გულყვითელას სპირტიანი ნაყენი

თუ ჩირქიანმა გამონაყარმა დაგტანჯათ, მაშინ ეს საშუალება სწორედ თქვენთვისაა. დაიმუშავეთ დღეში 3-4 ჯერ პრობლემატური ადგილები ნაყენითა და ბამბის დისკის დახმარებით. გულყვითელას აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისება.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

სალიცილის მალამო

ის ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სებორეის საწინააღმდეგო პრეპარატად. მალამო ეფექტურად ებრძვის კოსმეტოლოგიური სახის კანის პრობლემებს. ის რბილად წმენდს კანს მკვდარი უჯრედებისგან.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

თუთიის მალამო

გაეცანით იმ კოსმეტოლოგიური საშუალებების შემადგენლობას, რომელსაც გირჩევენ პრობლემური კანისთვის და თქვენდა გასაოცრად იქ აღმოაჩენთ თუთიის მალამოს. მას აქვს ანტისპეტიკური მოქმედება და კარგად უმკლავდება ანთებით პროცესს.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

ინგლისური მარილი

ის გამოადგებათ ადამიანებს, ვისაც აწუხებს ფსორიაზი და სხვა კანის პრობლემები სხეულზე. იმისთვის, რომ პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა აბაზანის მიღება თვეში ერთხელ მაინც.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

კოსმეტიკური თიხა

აფთიაქში იყიდება სხვადასხვა სახის თიხა. მას იყენებენ სახეზე ნიღბის სახით და ასევე სხეულზეც. თითოეული ფერის თიხა განკუთვნილია გარკვეული ტიპის კანისთვის და საკმარისია შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი. ის კარგად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს კანის ფერს და აქრობს გამონაყარს.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

სულსენას პასტა

ის უკვე დიდი ხანია შედის თმის მოვლის საუკეთესო საშუალებებს შორის. მის შემადგენლობაშია გოგირდი, რომელიც ამაგრებს თმას შიგნიდან. პასტა ასევე დადებითად მოქმედებს თავის კანზე.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

რომაზულანის ხსნარი

ეს ხსნარი დამზადებულია გვირილაზე. მას აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მისი გამოყენება შეგიძლიათ მთელი სხეულის მოსავლელად. ამისთვის საკმარისია მისი მცირე რაოდენობით შერევა შამპუნში, შხაპის გელში ან სახის ნიღაბში. ის განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ხელს უწყობს თმის ზრდის დაჩქარებას. წაისვით ის თმის ძირებში და დაიტოვეთ მთელი ღამით. მისი გამოყენება შეგიძლიათ წამწამებზეც.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

კალციუმის ქლორიდი

გინახავთ თუ რამდენი ღირს ჰოლივუდური სახის პილინგი? არადა მისი გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. სუფთა და მშრალ კანზე წაისვით კალციუმის ქლორიდი. უნდა წაისვათ 3 ფენად (როცა ერთი ფენა გაშრება, მეორეს მხოლოდ ამის შემდეგ ისმევთ). ამის შემდეგ გაისაპნეთ ხელი (უმჯობესია გამოიყენოთ სარეცხის ან ბავშვის საპონი) და მასაჟისებური მოძრაობებით ნაზად დაიმასაჟეთ სახე. კალციუმის ქლორიდი შევა საპონთან რეაქციაში და მოგაცილებთ მკვდარ უჯრედებს. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მსუბუქი კრემი.

იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას

უკვე იცით, რომ სილამაზის შესანარჩუნებლად ნამდვილად არ არის ძვირადღირებული პროდუქციის ან პროცედურის საჭიროება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
იაფფასიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკას
კოქტეილი ”ერუდიტი”