აი რატომ უნდა შეიძინოთ პროდუქტი ბაზარში და არა სუპერმარკეტში. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ…

как научиться правильно питаться

как научиться правильно питаться

ყველასთვის ცნობილია, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. თუმცა რომელი პროდუქტია ნამდვილად სასარგებლო, ამის გარკვევა საკმაოდ რთულია. ამი გარკვევაში დაგვეხმარება ცნობილი პუბლიცისტის, მაიკლ პოლანის წიგნი სახელწოდებით  ”საკვების დასაცავად”. ამ წიგნში სწორი კვების აქტივისტი აღწერს თუ როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად და საიდან უნდა დავიწყოთ.

 

როგორ ვიკვებოთ სწორად

მაიკლ პოლანი წიგნში საკმაოდ მარტივად გასაგები რჩევებით იძლევა რეკომენდაციებს სწორ კვებასთან დაკავშირებით. გაგაცნობთ წიგნში წარმოდგენილ რამოდენიმე რჩევას.

 

1. არ გამოიყენოთ ის, რასაც თქვენი დიდი ბებია არ მიირთმევდა.

იმისთვის, რომ აარჩიოთ ნამდვილად სასარგებლო და ჯანსაღი საკვები, უნდა იფიქროთ ისე, როგორც თქვენი დიდი ბებია იფიქრებდა ამ საკითხზე. იმ დროს არ იყო ასეთი მრავალფეროვნება პროდუქტების მხრივ.

მეცნიერთა ნაწილი დღემდე რეკომენდაციას უწევს ძველ კულინარიულ ტრადიციებს. ბრიტანელი ნუტრიციონისტი, ჯონ იუდკინი საერთოდ ნეოლითის დროინდელ რაციონს უწევს რეკომენდაციას. ნამდვილად მნიშვნელოვანია სწორი კვება, მაგრამ როგორ შევარჩიოთ ის ახლანდელ დროში?

как правильно питаться чтобы быть здоровым

სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა. საყიდლებზე წასვლისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გვერდით თქვენი დიდი ბებიაა. თქვენი დიდი ბებია აუცილებლად ნამდვილად კარგ პროდუქტს აგარჩევინებდათ, რადგან მაშინ თუნდაც იოგურტი მზადდებოდა ნატურალური კომპონენტებით და არა ისე, როგორც ეხლა მზადდება უამრავი მინარევით.

полезные продукты без сахара

2. არ მიირთვათ პროდუქტი, რომელიც დიდხანს ინახება.

უამრავი პროდუქტი შეიცავს საღებავებს, ქიმიურ დანამატებს და მოდიფიცირებულ ნივთიერებებს. მწარმოებლები მათ ძირითადად ვადის გასახანგრძლივებლად და იყენებენ. თუმცა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმზე?

вредные американские продукты

ადრე ძნელად თუ მოიპოვებდით გამოხატულად მარილიან ან ტკბილ საკვებს. ზოგადად ადამიანს იზიდავს ისეთი გემოები, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და სწორედ ამიტომ სარგებლობს დიდი პოპულარობით ბაზარზე წარმოდგენილი მზა პროდუქტები. ერთი შეხედვით გემრიელი პროდუქტი, სინამდვილეში მავნე ცხიმებით და დანამატებითაა სავსე.

”გემრიელია, მაგრამ არ განაყრებს” – ასე შეიძლება დახასიათდეს ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების უმეტესობა. ასეთი პროდუქტის გამოყენებისას ჩვენ გვიჩნდება უფრო მეტის მიღების სურვილი, მაგალითად: ჩიფსი, ორცხობილა, კამფეტი და სხვა. თუმცა ეცადეთ აბა და შეჭამეთ ერთად 5 ვაშლი. ამ შემთხვევაში ორგანიზმის აუცილებლად მოგცემთ ნიშანს, რომ დანაყრდა და უნდა შეჩერდეთ.

вредные продукты питания

3. არ აყვეთ სარეკლამო განაცხადებს, პროდუქტის სარგებლიანობის შესახებ.

არ ენდოთ კომპანიებს, რომელთა პროდუქტის შეფუთვებზეც მითითებულია თუ რამდენად ასსარგებლოა ის. ასეთი საკვები ძირითადად იყიდება პაკეტებში ან კოლოფებში მოთავსებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მან გაიარა დღეს არსებული  ტექნოლოგიური დამუშავება. სამწუხაროდ დიდი კომპანიები ახერხებენ იმას, რომ მოიპოვებენ ოფიციალურ ნებართვას არც ისე სასარგებლო პროდუქტის წარმოებისთვის.

პროდუქტის შესახებ ხმამაღალი და თამამი განცხადებები ძირითადად ზედაპირულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგალითისთვის მოგიყვანთ ფაქტს: როცა ბაზარზე გამოჩნდა მარგარინი, სპეციალისტებმა დაიწყეს აქტიური საუბარი იმის შესახებ, რომ ის ნაღების კარაქზე ბევრად სასარგებლოა. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ეს პროდუქტი ძალიან ცუდად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

здоровое питание это

4. მოერიდეთ სუპერმარკეტის ცენტრალურ დარბაზს.

თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ხილი, ბოსტენული, რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი განთავსევულია სხვადასხვა ტერიტორიაზე. თუმცა სავაჭრო ობიექტის ცენტრალურ ნაწილში ყოველთვის განთავსებულია გადამუშავებული საკვები. სამწუხაროა, რომ გარკვეულმა მავნე ნივთიერებებმა სასარგებლო პროდუქტებშიც შეაღწია.

как питаться правильно

5. ეცადეთ საკვები შეიძინოთ ბაზარში.

იმისთვის, რომ უფრო მალე მიეჩვიოთ ჯანსაღ საკვებს, იარეთ ბაზარში. მოერიდეთ სავაჭრო სივრცეებს, სადაც უამრავი არაჯანსაღი საკვები იყიდება. ეცადეთ მიიღოთ სოფლის კვერცხი, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.

какие продукты нельзя есть

ეხლა უკვე იცით გარკვეულ წილად, თუ როგორ უნდა იკვებოთ სწორად და საიდან უნდა დაიწყოთ. სად გირჩევნიათ, რომ თქვენი ფული დაიხარჯოს? მავნე საკვებში, რომელიც მხოლოდ მწარმოებლებს გაამდიდრებს და თქვენ მინიმალურ სარგებელსაც ვერ მოგიტანთ თუ ნატურალურ, გლეხის მიერ მოყვანილ საკვებში, რომელიც ამავდროულად ძალიან სასარგებოა.

 

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
აი რატომ უნდა შეიძინოთ პროდუქტი ბაზარში და არა სუპერმარკეტში. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ…
Улыбаться открыто я боялась»: Кристина Асмус рассказала о своем комплексе • СоцИнформБюро
სუპერ-პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ ყოველდღე!