ზღვის მარილის აბაზანით უკვე ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ რას იტყვით შხაპზე?

морская соль

морская соль

ზღვის მარილის აბაზანა უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ქალბატონები მას იყენებენ სხეულის მოსავლელად და მოსადუნებლად. ზღვის მარილი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. დღეს ჩვენ გაგიმხელთ მისი გამოყენების რამოდენიმე უცნობ ხრიკს.

 

ზღვის მარილის აბაზანა

ზღვის მარილის გამოყენება ჯერ კიდევ 4 000 წლის წინ დაიწყეს. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ პირველად ინდოეთში, ჩინეთში და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში დაიწყეს საუბარი. გარდა ამისა ძველ ჩინურ ტრაქტატში ”პენ-ცაო-კან-მუ”-ში იყო აღწერილი მისი გამოყენების 100-მდე რეცეპტი.

соленое озеро

ყველაზე ღირებულად ითვლება ინდური შავი ზღვის მარილი. ის ასეთი ხდება თიხისა და წყალმცენარეების ზემოქმედებით. ხოლო ჰავაის კუნძულებზე მოპოვებულ მარილს კი შავის გარდა აქვს მოწითალო შეფერილობაც. ასეთ შეფერილობას ის იღებს ვულკანური ლავის და წითელი თიხის ზემოქმედებით.

ფერი მის გემოვნურ თვისებაზეც აისახება. არსებობს შედარებით მწარე და მოტკბო ზღვის მარილის სახეობები. მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მზარეულები უპირატესობას შეფერილ ზღვის მარილს ანიჭებენ.

 

1. ზღვის მარილი კანისთვის.

ზღვის მარილი სასარგებლო მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს ბრომს, მაგნიუმს, ნატრიუმს, იოდს, კალციუმს, კალიუმს, თუთიას და სილიციუმს. კალიუმი, კალციუმი და თუთია განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობენ მის განახლებას და რეგენერაციას. მარილის შემადგენლობაში მყოფი სელენი და რკინა ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს. სწორედ ამ თვისებების გამო იყენებენ ზღვის მარილს ხშირად კოსმეტოლოგიაში.

ზღვის მარილის აბაზანით უკვე ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ რას იტყვით შხაპზე?

 

ზღვის მარილი სხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთადაც კარგად მოქმედებს და აძლიერებს მათ ეფექტურობას. მაგალითად: მარილისა და მცენარეული ექსტრაქტების ნარევი ხელს უწყობს კანის დამშვიდებას და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. მატონიზირებელი და დამამაშვიდებელი ეეფქტი აქვს მარილისა და ზეთების ნარევს. ზღვის მარილს ხშირად იყენებენ თერმულ წყალთან ერთად.

девушка умывается

თუ თქვენ გაქვთ კანთან დაკავშირებული პრობლემა, აუცილებლად გამოიყენეთ ყოველდღიურობაში ზღვის მარილზე დამზადებული კანის მოვლის საშუალებები.

 

2. ზღვის მარილი სხეულისთვის.

ზღვის მარილს ხშირად იყენებენ სხეულის მოსავლელად. ეს საშუალება განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ქალბატონებისთვის, რომელთა კანმაც დაკარგა ელასტიურობა. ის ასევე ეფექტურია ჭარბოფლიანობასთან გასამკლავებლად.

თუ თქვენ გიყვართ მაღალქუსლიან ფეხსაცემლზე სიარული, მაშინ აუცილებლად უნდა იზრუნოთ თქვენი ტერფების მდგომარეობაზე. ამ შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ ფეხებზე ყოველდღე ზღვის მარილის სკრაბის გამოყენებას. ასევე სასარგებლოა ზღვის მარილის და ეთერზეთების აბაზანა.

ванночки с морской солью

ასეთივე აბაზანა ხელებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ეს პროცედურა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ხშირად იყენებს ფრჩხილის ლაქს. ის გაამაგრებს ფრჩხილებს და დაიცავს მათ დაზიანებისგან.

 

3. ზღვის მარილის შხაპი.

როგორც ხედავთ, ზღვის მარილის გამოყენება სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი. თუმცა ყოველთვის არაა საჭირო აბაზანის მომზადება სასურველი შედეგის მისაღებად,ზოგ შემთხვევაში შხაპის მიღებაც კი შეგიძლიათ.

უძველესი დროიდან ითვლება, რომ ზღვის მარილი იწოვს ნეგატიურ ენერგიას. ითვლება, რომ სწორედ ამ თვისების გამო ახერხებს ის განწყობის გაუმჯობესებას. სასურველი შედეგის მისაღებად უბრალოდ დაისველეთ მთელი სხეული და შემდეგ მასაჟისებური მოძრაობებით გაიწმინდეთ ზღვის მარილით. პროცედურის ბოლოს უბრალოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

прием душа

ეს არის შესანიშნავი საშუალება სტრესის და დაღლილობის მოსახსნელად. იცოდეთ, რომ ამ პროცედურის დროს მარილის ჩამობანისას თქვენ განთავისუფლდებით მთელი დღის ნაგროვები ნეგატიური ენერგიისგან. სცადეთ და თავადვე დარწმუნდებით ამ ყოველივეში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ზღვის მარილის აბაზანით უკვე ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ რას იტყვით შხაპზე?
ფეხების ტკივილი გაწუხებთ? წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც ტკივილს ძალიან სწრაფად სრულად გააქრობს.