კანაფში არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ ადამიანის განკურნება სერიოზული დაავადებებისგან!

კანაფში არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ ადამიანის განკურნება სერიოზული დაავადებებისგან!

კანაფის ხსენებისას უმეტესობას ეუფლება უსიამოვნო შეგრძნება, რადგან ის მაშინვე გვაფიქრებინებს ნარკომანიაზე და მის შედეგებზე. თუმცა რა იცით კანაფის სამკურნალო თვისებების შესახებ? მას ნამდვილად შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაზე, თუმცა ასევე დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია სწორი გამოყენებისას. კანაფს ბევრ ქვეყანაში იყენებენ სამკურნალო საშუალებად, თან საკმაოდ სერიოზული დაავადებების დროს.

 

დღეს გაგაცნობთ 10 დაავადებას, რომელიც იკურნება კანაფის დახმარებით.

კანაფში არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ ადამიანის განკურნება სერიოზული დაავადებებისგან!

1. ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებს და რამოდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა: აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა, ახლობელი ადამიანების ცნობა და ა.შ.

მეცნიერების ვარაუდით, 2050 წლისათვის დაავადებულთა რაოდენობა 68%-ით გაიზრდება და 13,8 მილიონს მიაღწევს. სამწუხაროდ ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტი ჯერ არ არსებობს. თუმცა მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფს შეუძლია ამ დაავადების განვითარება შეაფერხოს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ კანაფი იქნება ის სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ დაავადების სრულად განკურნებას უზრუნველყოფს მომავალში.

2. ეპილეფსია

ეპილეფსია არის რიგით მეოთხე, ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დაავადებებს შორის. ეპილეფსიის შეტევის 54%-ით შემცირება შეუძლია კანაბიდიოლს, რომელიც არის კანაფის შემადგენლობაში.

 

3. გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი, არის ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაავადება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ახალგაზრდა აქტიურ პირებში და თან ახლავს სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში იწვევს ინვალიდობას. პირველი ნიშნები ვლინდება 20 – 40 წლის ასაკში. კვლევებმა აჩვენა, რომ კანაბინოიდ ТНС-ს შეუძლია გააკონტროლოს და შეამციროს სპაზმების გავრცელების რისკი პაციენტებში

 

4. კიბო

ბოლო დროს გახშირდა ფაქტები იმისა, თუ როგორ იყენებენ კანაბინოიდი ТНС-ს ონკოლოგიური პაციენტებისთვის და თან საკმაოდ ეფექტურად. თავდაპირველად ეს მეთოდი გამოყენებული იყო ძაღლებზე, მაგრამ ძალიან მცირე დოზებით. ამ მეთოდის დადებითი შედეგებიდან გამომდინარე, კანაფი ოფიციალურად გახდა ამერიკის ზოგიერთ შტატში კიბოს სამკურნალო საშუალება.

კანაფში არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ ადამიანის განკურნება სერიოზული დაავადებებისგან!

5. შიზოფრენია

ნივთიერება, რომელიც კურნავს შიზოფრენიას, არის კანაბიდიოლი. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა იწვევს შიზოფრენიის მსგავს ეფექტს. ასევე მას შეუძლია შიზოფრენიისგან განკურნება. საქმე იმაშია, რომ შიზოფრენიის მსგავს ეფექტს იწვევს ნივთიერება კანაბინოიდი ТНС, ხოლო მისგან განკურნება შეუძლია ნივთიერება კანაბიდიოლს CBD. ჟურნალ Translational Psychiatry-ში 2012 წელს იქნა გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომ ნივთიერება CBD ნამდვილად დადებითად მოქმედებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 39-მა ადამიანმა. 20 მათგანის მკურნალობა მიმდინარეობდა CBD, ხოლო 19-ის ამისულპრიდი. ორივე მათგანის გამოყენებისას შედეგი დამაკმაყოფილებეი იყო, მაგრამ ყველაზე ნაკლბი გვერდითი ეფექტი ჰქონდა სწორედ CBD-ს.

 

6. მეორე ტიპის დიაბეტი

პირველი ტიპის დიაბეტისგან განსხვავებით, მეორე ტიპის დიაბეტის დროს კუჭქვეშა ჯირკვალი საერთოდ ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. 2013 წელს, ჭურნალ The American Journal of Medicine  გამოქვეყნებული იყო სტატია იმის შესახებ, რომ მარიხუანა ხელს უწყობს შაქრის დონის დარეგულირებას და გაკონტოლებას. კვლევაში მონაწილობა მიიღო 4 657-მა ადამიანმა, მათ შორის მარიხუანის მომხმარებლებმაც. ლიცენზირებულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ შექმნა მარიხუანის ბაზაზე დამზადებული პრეპარატი მეორე ტიპის დიაბეტიკებისთვის GW42004.

7. ასთმა

ითვლება, რომ მარიხუანა იწვევს სასუნთქი გზების პათოლოგიებს. თუმცა ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კლვევას თუ დავუჯერებთ, ნივთიერებას  ТНС აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ასთმის მკურნალობისას.

 

8. იმპოტენცია

ქოლესტერინის მაღალი დონე, რომელიც ამცირებს წნევას სისხლძარღვებში, უარყოფითად მოქმედებს მამაკაცებში ერექციის ფუნქციაზე. ჟურნალ Clinical and Developmental Immunology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამი იყო, რომ მარიხუანა ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანაბინოიდები ამცირებენ ჰიპერქოლესტერინემიის უარყოფით ეფექტებს, რაც ძირითად შემთხვევაში ხდება მიზეზი ერექციული დისფუნქციისა.

კანაფში არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ ადამიანის განკურნება სერიოზული დაავადებებისგან!

9. ართრიტი

მარიხუანის ერთ-ერთი მთავარი თვისება ტკივილის გაყუჩებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ტკივილის გაყუჩება მარიხუანის მოწევისას ბევრად მალე ხდება, ვიდრე მისი სხვა სახით გამოყენებისას. იცოდით, რომ კანადელების 36% სწორედ მარიხუანის მოწევით ახდენს ტკივილის გაყუჩებას ართრიტის დროს? თუმცა ასეთი ადამიანები არიან საფრთხის წინაშე, რადგან არის დიდი შანსი იმისა რომ გახდნენ ხდებიან მარიხუანაზე დამოკიდებულები.

10.  С ჰეპატიტი

ვაიომინგის ინსტიტუტში იკვლევდნენ მარიხუანის სამკურნალო თვისებებს და გამოიმუაშავეს კიდეს სამკურნალო სქემა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 99,8% განიკურნა С ჰეპატიტისგან.

 

კვლევებმა და მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს უამრავ დაავადებას. თუმცა ასევე კვლევებით დადასტურდა, რომ მარიხუანის შემადგენელი ნივთიერებები ხელს უწყობს დაავადებების განკურნებას. მარიხუანა სწორად გამოყენებისას არა საზიანო, არამედ ძალიან სასარგებლოც კი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კანაფში არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ ადამიანის განკურნება სერიოზული დაავადებებისგან!
თუ არ ჭამთ ხორცს, მაშინ ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა მიიღოთ! ის თქვენი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი!