ელექსირი თქვენი ყელისა და დეკოლტეს მიდამოს გასაახალგაზრდავებლად! რეცეპტი იხილეთ აქ…

ელექსირი თქვენი ყელისა და დეკოლტეს მიდამოს გასაახალგაზრდავებლად! რეცეპტი იხილეთ აქ...

საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ კანის მოვლა დავიწყოთ ადრეული ასაკიდანვე. ასაკის მატებასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ყელისა და დეკოლტეს მიდამოს მოვლის პროცედურები. დროთა განმავლობაში ჩნდება ნაოჭები, კანი ხდება მოდუნებული და ჩნდება ლაქებიც.

დღეს გაგაცნობთ ნატურალურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და აძლევა მას ერთ ფერს. ეს არის სკრაბ-ნიღაბი, რომელიც მზადდება ყველასთვის მარტივად ყელმისაწვდომი ინგრედიენტებით. კვირაში ერთი პროცედურაც კი საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღებად. აქვე გასწავლით მისი მომზადების და გამოყენების წესსაც…

 

ნატურალური სკარ-ნიღაბი

დაგჭირდებათ:

– 2 ჩ.კ. კურკუმას ფხვნილი

– 3/4 ჭიქა შაქარი

– 3-4 წვეთი ეთერზეთი (ლავანდა ან ჩაის ხის ზეთი)

– 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი

– მწიკვი ვანილი

– კეფირი

 

დამზადების და გამოყენების წესი:

 

1. კეფირის გარდა ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. შაქარი დაამატეთ იმ შემთხვევაში, თუ კანი მოშვებულია და გაჩენილია მუქი ლაქები.

 

2. მიღებული პასტისებური მასა წაისვით ყელისა და დეკოლტეს მიდამოზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

 

3. ნიღაბი მოიშორეთ მსუბუქი მასაჟით, წრიული მოძრაობებით.

4. უკვე გასუფთავებულ კანზე წაისვით კეფირი. გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.

 

ამ ნიღბის გაკეთება დასაშვებია კვირაში მხოლოდ 2-3 ჯერ. მისი შედეგი თავადაც გაგაოცებთ. ამ ნიღაბთან ერთად ეფექტურობის გასაზრდელად, რეკომენდირებულია სპეციალური ვარჯიშების გაკეთება კისრის კუნთებისთვის.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ელექსირი თქვენი ყელისა და დეკოლტეს მიდამოს გასაახალგაზრდავებლად! რეცეპტი იხილეთ აქ…
გაეცანით მჟავე კიტრის სასარგებლო თვისებებს. ის წმენდს ნაწლავებს, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და…