დეტოქსიკაცია და ნაწლავების გაწმენდა
ქიშმიში შეიცავს ანტიოქსიდანტებს და დიეტურ ფაიბერს. ანტიქოსიდანტები ხელს უწყობს ღვიძლის სწორად ფუნქციონირებას, ხოლო ფაიბერი ახშირებს კუჭის მოქმედებას და ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას.
დალიეთ უზმოზე ქიშმიშიანი წყალი და დააყოლეთ ქიშმიშებიც.
ცუდი ქოლესტეროლის დონის შემცირება და სისხლის წნევის დარეგულირება
ქიშმიშის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა ფაიბერი, პოტასიუმი, პაიტონუტრიენტები და ანტიოქსიდანტები.
ქიშმიშის ხშირად მიღება ამცირებს ოქსიდიზირებული დაბალი სიმკვრივის მქონე ქოლესტეროლის დონეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს. ქიშმიშის ხშირი მოხმარება ასევე დადებითად მოქმედებს სისხლის სისტოლური და დიასტოლური დაბალი წნევის შენარჩუნებაზე.
ენერგიის მომატება
არომატიზირებული და ხელოვნურად შექმნილი ენერგიის მომნიჭებელი საშუალებებისგან განსხვავებით, ქიშმიში არ შეიცავს შაქარს. ასევე არ აქვს დამატებული ხელოვნური დანამატები, ამასთან ერთად შეიცავს დიდი რაოდენობით მიკრონუტრიენტებს და ფაიბერს.
ქიშმიშიანი წყლის მიღება საოცარ შედეგს მოგცემთ რთული ვარჯიშის დაწყების წინ, რადგან ის აგავსებთ უსაზღვრო ენერგიით.
ქიშმიში ძალიან სასარგებლოა ზოგადად თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქიშმიშიანი წყლის სასარგებლო თვისებებიც შეუცვლელია, თუმცა ყოველთვის უნდა დაიმახსოვროთ, რომ ეს არის ბუნებრივი საშუალება და სერიოზული მკურნალობის კურსის საჭიროებისას ის ვერ შეცვლის სამკურნალო მედიკამენტებს.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!