დაამზადეთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი გელი სახლის პირობებში მარტივად.

ხელის კანის საკმაოდ ფაქიზია და თუ დროულად არ დავიწყეთ მისი მოვლა, მივიღებთ არცისე სასიამოვნო შედეგს. სხვადასხავა ფაქტორებიდან გამომდინარე ხელის კანი ხდება გამომშრალი, რაც მოქმედებს მის ვიზუალურ მხარეზეც.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე გელის მომზადების რეცეპტს, რომელსაც მარტივად დაამზადებთ სახლის პირობებში. ამ საშუალების მთავარი ინგრედიენტი ალოეს ფოთლებია.

დაამზადეთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი გელი სახლის პირობებში მარტივად.

ხელის გელი

დაგჭირდებათ:

– საშუალო ზომის 8-10 ცალი ალოეს ფოთოლი

– აგარ-აგარი 1 ჩ.კ.

– წყალი 3 ჩ.კ.

– ვიტამინი E  3 ჩ.კ. ან 3 კაფსულა

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში მოვამზადოთ ალოეს ფოთლები. რეკომენდირებულია, რომ ფოთლების მოჭრამდე 2-3 დღის განმავლობაში არ მორწყათ მცენარე. ფოთლები კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ ეკლები და მშრალი ბოლოები.

დაამზადეთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი გელი სახლის პირობებში მარტივად.

2. გაანთავისუფლეთ ბოთლები უხეში კანისგან და ჟელესებური მასა დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაწურეთ მარლის დახმარებით.

დაამზადეთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი გელი სახლის პირობებში მარტივად.

3. გაადნეთ აგარ-აგარი ორთქლის აბაზანაზე და დატოვეთ იქამდე, სანამ არ გაფუვდება.

დაამზადეთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი გელი სახლის პირობებში მარტივად.

4. აურიეთ ერთმანეთში გაგრილებული აგარ-აგარი, ალოეს წვენი და ვიტამინი E.

დაამზადეთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი გელი სახლის პირობებში მარტივად.

5. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ გადაიტანეთ შუშის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.

დაამზადეთ ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი გელი სახლის პირობებში მარტივად.

გელის შენახვის ვადა 3 კვირაა. გამოიყენეთ ის ყოველდღე და დატკბით გლუვი კანით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია