ფილტვების დაავადებების და ძლიერი ხველების დროს, გამოიყენეთ ბებიის რეცეპტით დამზადებული სამკურნალო საშუალება…

ფილტვების დაავადებების და ძლიერი ხველების დროს, გამოიყენეთ ბებიის რეცეპტით დამზადებული სამკურნალო საშუალება...

ხალხურ მედიცინაში უამრავი საშუალებაა ხველებისთვის. როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, მშობლები ცდილობენ თავი აარიდონ სააფთიაქო მედიკამენტებს და სწორედ ამ დროს მიმართავენ შინაურულ საშუალებებს.

ზოგადად ხალხური რეცეპტით მკურნალობის დაწყებისას, რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან რათა თავი დაიზღვიოთ შესაძლო გართულებებისგან. თუმცა ყველა ხალხური რეცეპტი არაა ასეთი საფღტხილო და ერთ-ერთი მათგანია ბებიის რეცეპტი. ეს ხალხური საშუალება ეფექტურია ხველების და ფილტვების დაავადებების დროს.

 

დაგჭირდებათ:

– 0,5 კგ. მელნისფერი ხახვი (წითელი ხახვი)

– 0,5 კგ. შაქარი

– 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი

– 1,5 ლ. გაფილტრული წყალი

– 7 ს.კ. ნატურალური თაფლი

 

მომზადების წესი:

დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე ემალირებული ქვაბი, ჩაყარეთ შაქარი და ჩაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. ნელ-ნელა ურიეთ, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს. (არ უნდა მიიწვას)

როცა შაქარი გადნება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ისევ ურიეთ. როცა ხახვი ფერს შეიჩვლის, დაამატეთ წყალი და ადუღეთ იქამდე, სანამ წყლის მესამედი არ აორთქლდება.

ნახარში შეაგრილეთ, დაუმატეთ თაფლი და დანარცენი ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ დილამდე. დილით გადაწურეთ, სითხე გადაიტანეთ შუშის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

 

გამოყენების წესი:

უნდა მიიღოთ ყოველი ჭამის წინ 10-15 წუთით ადრე 1 ს.კ.
ამ საშუალების მიღება შეგიძლიათ სრულ გამოჯანრთელებამდე.

გაითვალისწინეთ! თუ ამ საშუალების შემადგელობაში მყოფი რომელიმე ინგრედიეტის მიმართ ალერგიული ხართ, არ დალიოთ ის. სხვა უკუჩვენება ამ წამალს არ გააჩნია.

თუ გაწუხებთ ზოგადად ფილტვების სისუსტე, ეს წამალი ძალიან კარგია თქვენთვის პროფილაქტიკის მიზნით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ფილტვების დაავადებების და ძლიერი ხველების დროს, გამოიყენეთ ბებიის რეცეპტით დამზადებული სამკურნალო საშუალება…
დალიეთ ეს არომატული ნახარში 3-ჯერ დღეში და 1 თვეში მაღალი წნევა რა არის დაგავიწყდებათ