საკმევლის სასწაულმოქმედი თვისებების საიდუმლო უკვე ცნობილია!

საკმევლის სასწაულმოქმედი თვისებების საიდუმლო უკვე ცნობილია!

საკმევლის სურნელი იმდენად სასიამოვნოა, რომ შეუძლებელია წამიერად არ მოგანიჭოთ სიმშვიდის შეგრძნება. მისი არომატი იმდენად მომაჯადოებელია, რომ სულიერ ტკივილსაც კურნავს. საკმეველი არა მხოლოდ თქვენს სულიერ მდგომარეობაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს.

იცოდით, რომ მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ის ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალში და თქვენს ორგანიზმში?

ბიბლიაში საკმევლის დამზადების რეცეპტი ასეა გადმოცემული:
„უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.”

შტახსი – ეს არის მურის ხის სურნელოვანი ნივთიერება.

ონიქსი – ეს არის წითელ ზღვაში ბინადარი განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველი. ის უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მედიცინაში დაფქული სახით.

სურნელოვანი ხელბანა – ეს არის ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულები. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები.

სუფთა ლებონა – ეს არის ძალიან იშვიათი ხის,  Boswellia -ს ფისის გუნდუკი. ის არაბეთში იზრდება.

საკმევლის სამკურნალო თვისებების გამოსავლენად ჩატარდა კვლევები და აღმოჩნდა, რომ ის უძლიერესი იმუნოსტიმულატორია.

მისი უმცირესი ნაწილაკები აღწევს თქვენს ფილტვებში და შემდეგ მთელს ორგანიზმში გადანაწილდება. ამ სასწაულებრივ საშუალებას წარმოუდგენლად გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს თქვენი ჯანმრთელობისთვის. მისი კვამლი ისეთ ნივთიერებებს გამოყოფს, რომ მაშინვე ხსნის პანიკურ შეტევებს, სტრესს დაგეხმარებათ ნერვოზის დამარცხებაში.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
საკმევლის სასწაულმოქმედი თვისებების საიდუმლო უკვე ცნობილია!
სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები