9 დღით შეამცირეთ შაქრის მოხმარება და საგრძნობლად გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამერიკელი მეცნიერების კვლევა, რომელმაც…

9 დღით შეამცირეთ შაქრის მოხმარება და საგრძნობლად გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამერიკელი მეცნიერების კვლევა, რომელმაც...
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც 9-დან 18 წლამდე ასაკის 43 ადამიანი მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანს ჰქონდა გაცხიმოვნების დიაგნოზი. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში, რომ 9 დღის მანძილზე მათ უნდა შეემცირებინათ შაქრის მოხმარება 28%-დან 10%-მდე. ამავე დროს ფრუქტოზის შემცირება ხდებოდა 12%-დან 4%-მდე. გაგიკვირდებათ და ამ პერიოდში ისინი მირთმევდნენ ყველანაირ საკვებს, ისეთებსაც კი როგორიცაა ჰოთ დოგი, ჩიფსი, პიცა და ა.შ.
ამერიკელი მეცნიერების თქმით, 9 დღით შაქრის მოხმარების შემცირება საგრძნობლად გაიუმჯობესებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ნორმაში დგება ღვიძლის მუშაობა, საგრძნობლად იკლებს ქოლესტერინის დონე და მთელი ორგანიზმი ბევრად კარგად ფუნქციონირებს.
ზემოთ ხსენებულ ექსპერიმენტში მონაწილეებს 5 მილიმეტრით დაუქვეითდათ არტერიული წნევა, 33-ით ტრიგლიცერიდების დონე, 5-ით გლუკოზა, 10-ით ქოლესტერინი და 1/3-ით ინსულინი. სულ რაღაც 9 დღეში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ღვიძლისა და სხვა ორგანოების მუშაობა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდში ისინი იღებნდნენ იმავე რაოდენობის კალორიებს და ამას არ უმოქმედია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ შაქრის მოხმარების შემცირებით გახდა შესაძლებელი.

 

როგორ მეცნიერებმა დაადგინეს, შაქრის კალორიები არის ყველაზე მავნე ორგანიზმისთვის, რადგან ღვიძლი მას ცხიმებად გადაამუშავებს და ეს ზრდის ინსულინისადმი წინააღმდეგობას. ამრიგად, იზრდება დიაბეტისა და ღვიძლის დაავადებებების წარმოქნის რისკი.

შეამცირეთ რაციონში შაქრის გამოყენება და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. როგორც აღმოჩნდა, ყველა კალორია ერთნაირად არ მოქმედებს ორგანიზმზე და განსაკუთრებით საშიში სწორედ შაქრის კალორიებია.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
9 დღით შეამცირეთ შაქრის მოხმარება და საგრძნობლად გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამერიკელი მეცნიერების კვლევა, რომელმაც…
როგორ გავიღიავოთ კანი სახლის პირობებში