მაღალი არტერიული წნევა, შეშუპება, მეხსიერების პრობლემები, თავის ტკივილი და კიდევ 3 ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან ბევრ მარილს ჭამთ!

მაღალი არტერიული წნევა, შეშუპება, მეხსიერების პრობლემები, თავის ტკივილი და კიდევ 3 ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან ბევრ მარილს ჭამთ!

იცოდით, რომ მარილის დღიური დოზა მხოლოდ 2,3 გრ-ია? ეს არის დაახლოებით 1 ჩ.კ. და სამწუხაროდ ჩვენ ყოველდღიურად ვაღვევთ მისი მიღების წესს.

ხშირად ვერც ვამჩნევთ, რომ ზედმეტ მარილს ვიღებთ და ეს ძალიან ცუდია. თუმცა ორგანიზმი ყოველთვის გვიგზავნის სიგნალებს და მთავარია დროულად მივაქციოთ მას ყურადღება.

 

ნიშნები იმისა, რომ ზედმეტ მარილს ვიღებთ:

 

1. თავის ტკივილი

მარილის დიდი რაოდენობით მიღებისას ფართოვდება ტვინის სისხლძარღვები და ეს იწვევ თავის გაუჩერებელ ტკივილს. შეამცირეთ რაციონში მარილის მოხმარება და თავიდან აიცილეთ ეს უსიამოვნო შეგრძნება.

 

2. მუდმივი წყურვილის შეგრძნება

ნატრიუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები არღვევენ ორგანიზმში წყლის ბალანსს. თუ მუდმივად გაწუხებთ წყურვილის შეგრძნება, აუცილებლად შეამცირეთ რაციონში მარილის მოხმარება. ხოლო სპაგეტის, პიცის, ჩიფსების ან ნებისმიერი სწრაფი კვების პროდუქტის მიღებისას დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.

 

3. შეშუპება

როცა ორგანიზმში ირღვევა წყლის ბალანსი, ეს იწვევს შეშუპებას. შეშუპება ხდება ძირითადად კიდურებში, თუმცა შესაძლოა სხვაგანაც განვითარდეს. მიირთვით ნაკლები მარილი.

 

4. გემოს შეგრძნების დაკარგვა

მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება ნეგატიურად მოქმედებს გემოს რეცეპტორებზე. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი მარილის მოთხოვნილება გვიჩნდება, რადგან გემოს რეცეპტორები სულ უფრო და უფრო სუსტდდება. ამიტომ მოიკრიბეთ ნებისყოფა და შეამცირეთ რაციონში მარილის მოხმარება.

 

5. მეხსიერების დაქვეითება

მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება უარყოფითად მოქმედებს კოგნიტურ შესაძლებლობებზეც. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მარილის მოხმარების რაოდენობას, რადგან ეს დროთა განმავლობაში პირდაპირ აისახება თქვენს გონებრივ შესაძლებლობებზე. 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მარილის ჭარბი მოხმარებისას ირღვევა ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობები. ამ ექსპერიმენტშიი 1200 მოხალისე მონაწილეობდა.

 

6. მაღალი არტერიული წნევა

მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება და ამის გამო ორგანიზმში სითხის შეკავება , გარდა შეშუპებისა იწვევს არტერიული წნევის ზრდას.ჰიპერტონიის ნიშნებისას უარი უნდა თქვათ მარილზე და აუცილებლად მიმართოთ ექიმს.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მაღალი არტერიული წნევა, შეშუპება, მეხსიერების პრობლემები, თავის ტკივილი და კიდევ 3 ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან ბევრ მარილს ჭამთ!
ექიმის რჩევა: დილით თაფლიანი წყლის მიღება რიტუალად უნდა აქციოთ!