მიიღეთ ეს საშუალება და ჰიპერტონია აღარ შეგაწუხებთ!

მიიღეთ ეს საშუალება და ჰიპერტონია აღარ შეგაწუხებთ!

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დაგირეგულირებთ წნევას და ჰიპერტონია აღარ შეგაწუხებთ. საუბარია ხახვის სიროფზე.

როგორ მოვამზადოთ ხახვის სიროფი?

დაგჭირდებათ:

– 5 ცალი დიდი ზომის ლურჯი ხახვი (წითელი)
– 0,5 კგ. შაქარი
– 1 ლ. წყალი

მომზადების წესი:

ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ შაქარი, დაასხით წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე შაქრის სრულ გახსანმდე, თან ნელა ურიეთ. გამზადებულ სიროფში მოათავსეთ 5 ცალი ოთხ ნაწილად გაჭრილი ლურჯი ხახვი. (გაითვალსიწინეთ, რომ ხახვი არ უნდა გაარჩიოთ. ის უნდა გამოიყენოთ ფურცლებთან ერთად) სიროფი ისევ დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთი. როცა გადმოდგავთ 10 საათი უნდა დადგათ და შემდეგ გადაწუროთ მარლის საშუალებით.

გამოყენების წესი:

უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, 1 ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე. 10 დღიანი კურსის შემდეგ შეისვენეთ 5 დღე და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ორი კურსი დაახლოებით 1 წლის მანძილზე გეყოფათ.

ხახვი უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება, მას დაახლოებით 4 ათასი წლიანი ისტორია აქვს. მას იყენებდნენ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. ხახვის სამშობლოდ ცენტრალური აზია ითვლება. დღეს უკვე ხახვი ყველგანაა და რატომ უნდა ვთქვათ ამ სასწაულმოქმედ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებაზე უარი? ის ხომ მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებით, ვიტამინებით და სხვადასხვა ნივთიერებებით.

არ უნდა დავივიწყოთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები. ხშირად მათი წყალობით ბევრად უკეთ ხდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება.

ძველად ამბობდნენ: ვინც ხახვს ჭამს, ის დარდს მოიშორებსო. ხალხური მკურნალები მას იყენებდნენ უამრავი დაავადების სამკურნალოდ.

მედიცინაში ეს მცენარე ცნობილია როგორც ნაწლავების ატონიის, კოლიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ჰიპო და ავიტამინოზის, რინიტის, გრიპის, ძირმაგარას და უამრავი სხვა დაავადების სამკურნალო ბუნებრივ საშუალებად.

ხახვი იმუნიტეტის გაძლიერებასაც იწვევს. ხახვის უმად მიღება გარკვეულ წილად ნეგატიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მაგრამ შეგიძლიათ ის მიიღოთ გამომცხვარი ან მოთუშული სახით. იმდენად დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომ თერმული დამუშავებისას მაინც ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მიიღეთ ეს საშუალება და ჰიპერტონია აღარ შეგაწუხებთ!
უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები