ძველ ეგვიპტეში ალოეს ”უკვდავების მცენარედ” მოიხსენიებდნენ. ეს მცენარე შეიცავს 200-ზე მეტ…

ძველ ეგვიპტეში ალოეს ”უკვდავების მცენარედ” მოიხსენიებდნენ. ეს მცენარე შეიცავს 200-ზე მეტ...

ძველ ეგვიპტეში ალოეს ”უკვდავების მცენარედ” მოიხსენიებდნენ. ამერიკელი ინდოელები კი მას ”სამოთხის კვერთხის” უწოდებდნენ. ეს მცენარე მართლაც რომ სასაწაულმოქმედია და უამრავი სამკურნალო თვისებითაა დაჯილდოვებული.

დარწმუნებული ვარ მისი გარკვეული სამკურნალო თვისებების შესახებ თქვენც იცით, მაგრამ იცოდით რომ  ალოეს გამოყენების საუკეთესო მეთოდი მისი შინაგანად მიღებაა?

ეს მცენარე შეიცავს  200–ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ კომპონენტს,  ვიტამინებს, ფერმენტებს, პოლსაქარიდებს, ამინომჟავებს და მინერალებს.

 

”The Journal of Environmental Science and Health” იყო გამოქვეყნებული, რომ ალოეს აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ის ხელს უწყობს იმუნურ სისტემის გაძლიერებას, ორგანიზმიდან პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ტოქსინების გამოდევნას.

ალოეს შემადგენლობა

მინერალები

ის შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს – კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ქრომი, სელენი, ნატრიუმი, რკინა, კალიუმი, სპილენძი და მანგანუმი. ეს მინერალები ხელ უწყობენ მეტაბოლიზმის დაჩქარებას და გვამეტებენ ენერგიას.

ფერმენტები

მის შემადგელობაშია ფერმენტები – ამილაზა და ლიპაზა. ისინი ხელ უწყობენ ორგანიზმში ცხიმებისა და შაქრის გადამუშავებას. ალოეს ანთებითი პროცესების ჩახშობაც შეუძლია.

 

ვიტამინები

ალოე შეიცავს დიდი რაოდენობით B12 ვიტამინს. ეს ვიტამინი ასრულებს დიდ როლს ორგანიზმში წითელი უჯრედების წარმოებაში. ალოე ასევე შეიცავს ვიტამინებს – A, C, E, B1, B2, B3 და B6. ეს მცენარე ქოლინის და ფოლიუმის მჟავის საბადოა.

 

ამინომჟავები

ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელი ამინომჟავებიდან რომელთა რაოდენობა 22–ია,  20–ს შეიცავს ალოე. ასევე მის შემადგელობაშია სალიცილის მჟავას, რომელიც ეფექტურია ანთებითი პროცესების და ორგანიზმისთვის უცხო ბაქტერიების მოსაშორებლად.

 

ალოე არაჩვეულებრივი საშუალებაა ტოქსინების გამოსადევნად თირკმელებიდან, ელენთიდან, კუჭიდან, შარდის ბუშტიდან, ღვიძლიდან და მსხვილი ნაწლავიდან. ამ მცენარის ხშირი და რეგულარული გამოყენებით შეგიძლიათ განთვისუფლდეთ კუჭ–ნაწლავის პრობლემებისგან, წყლულისგან და სახსრების პრობლემასაც მოიგვარებთ. ალოე პირის ღრუს დეზინფექციისთვისაც გამოიყენება.

ალოე - აკნეს და ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება - თავის მოვლის და სილამაზის ხალხური რეცეპტები » TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია

როგორ გამოვიყენოთ ალოე?

მისი სასარგებლო თვისებების ასათვისებლად მიიღეთ ალოეს წვენი.  მისი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში და ჯანსაღი კვების ობიექტებზე. ეს ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა თქვენი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.

ალოეს წვენი, ეს არის უამრავი დაავადების მკურნალი! » სასარგებლო რჩევები

შეგიძლიათ წვენი თავადაც გამოწუროთ მისი ფოთლებიდან. რადგან წვენს თავისებური ოდნავ უსიამოვნო გემო აქვს, ჩაამატეთ ის ნატურალურ წვენებში 50 მლ ოდენობით და ასე მიირთვით. 50 მლ. ერთი დღის ნორმაა.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ძველ ეგვიპტეში ალოეს ”უკვდავების მცენარედ” მოიხსენიებდნენ. ეს მცენარე შეიცავს 200-ზე მეტ…
როგორ გავითეთროთ სახის კანი