7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოსადევნად
7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოსადევნად

სამწუხაროდ ბევრს არ შეუძლია დღის ნორმალური რეჟიმის დაცვა, რის გამოც ზარალდება ჩვენი ორგანიზმი. არადა მნიშვნელოვანია სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე გასვლა და დასვენება.

ჩვენი სხეული ყოველდღე ხვდება ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ, რადგან ჩვენ ვართ იქ სადაც არის დაბინძურებული წყალი, დაბინძურებული ჰაერი, სტრესული სამუშაო გარემო, პესტიციდები, ნიტრატები, საოფისე ტექნიკა, მომწამლავი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო შემადგენლობა პროდუქტებში და ა.შ. ეს ყველაფერი ნელ–ნელა აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და საბოლოოდ სერიოზული დაავადების გაჩენის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ამიტომ უმნიშვნლოვანესია ორგანიზმის გაწმენდა მავნე ნივთიერებებისგან.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

უნდა გაანთავისუფლოთ ორგანიზმი შლაკებისგან, ტოქსინებისგან, მძიმე ლითონებისგან, ზედმეტი მარილისგან, რადიონუკლიდებისგან და მეტაბოლიზმის პროდუქტებისგან. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე ეფექტურ და რაც მთავარია უსაფრთხო მეთოდს ორგანიზმის გასაწმენდად ზედმეტი მავნე ნივთიერებებისგან. ეს კი თავისთავად დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე.

 

როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან?


1. ბაყაყურა.

დღეში 4 ჩ.კ. დაქუცმაცებული ბაყაყურას თესლი სავსებით საკმარისია. დაუმატეთ საკვებს ან უბრალოდ თბილი წყალი დაასხით და დალიეთ.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

2. ჩიას თესლი

ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასახდომი საშუალებაა. საღამოს, ძილის წინ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. ჩიას თესლი და გააჩერეთ დილამდე. დილით დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი გემოვნებით. ის გაგიქრობთ მადას, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელების პროცესს, გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს ორგანიზმიდან.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

3. სორბენტი

ის აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზმის გამწმენდ საშუალებებს შორის. გააქტიურებული ნახშირი, ენტეროსგელი, მაგნიუმის სულფატი, პოლისორბი და კრემნიუმის დიოქსიდი წმენდს ნაწლავებს პათოგენური ნივთიერებებისგან. ამ საშუალებებით საგრძნობლად ხდება კანის დაავადებების, ალერგიის და ნაბახუსევი მდგომარეობის შემცირება. გახდომის პროცესიც ბევრად ეფექტური ხდება.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

4. სპა და საუნა

ოფლის გამოდენის დროს, მითუმეტეს როცა კანის ფორებიც კარგადაა გახსნილი, ბუნებრივად ხდება ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა. ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ საუნაში, ალბათ თქვენც გიგრძვნიათ სხეულის სიმსუბუქე და განწყობის გაუმჯობესება. თუმცა, გულისა და წნევის პრობლემების მქონდე ადამიანემბა ამ შემთხვევაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ჯობია სხვა მეთოდი აირჩიონ ორგანიზმის გასაწმენდად.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

5.  წყალი

დღის განმავლობაში წყლის დალევა საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ, რომ ორგანიზმის გაწმენდა მოხდეს მავნე ნივთიერებებისგან. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ე.წ. გამწმენდი კოქტეილი: 4ლ. ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაასხით 2 ს.კ. ვაშლის ძმარი და კარგად მოურიეთ.( შეინახეთ მაცივარში) უნდა მიიღოთ ყოველ დილით 1 ჭიქა. აქაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან კუჭის პრობლემების დროს არაა რეკომენდირებული ამ სასმელის მიღება.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

6. გოგრის და სელის თესლის ზეთი

გოგრისა და სელის ზეთი ხელს უწობს უჯრედების ნორმალურ მუშაობას, აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმს აწვდიან საჭირო რაოდენობის ცხიმის მწველ ვიტამინებს, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, გამოდევნიან ნარჩენებს ორგანიზმიდან და აუმჯობესებენ ღვიძლის მუშაობას. შეგიძლიათ მიიღოთ ერთად და ცალკ–ცალკეც. უნდა დალიოთ დღეში 3–ჯერ 1 ჩ.კ.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

7. შიმშილი

შიმშილი უძველესი ბუნებრივი მეთოდია სხეულიდან ტოქსინების გამოსადევნად. ასე რომ კვირაში ერთხელ მოუწყეთ თქვენს ორგანიზმს ე.წ. განტვირთვის დღე, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა აქვე დავამატებ, რომ წყლის მიღება აუცილებელია დღის განმავლობაში.

7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან

თუ თქვენს ორგანიზმს კვების მხრივაც შეუწყობთ ხელს, ეს ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენ ჯანმრთელობაზე და სხეულის გაწმენდის პროცესსაც გაამარტივებს. მაგალითად: კონსერვები, შაქარი, საფუარიანი ცომი, შოკოლადი, თეთრი ფქვილი, ალკოჰოლი და გადამუშავებული პროდუქტები ეცადეთ, რომ ამოიღოთ ან შეამციროთ რაციონში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისა და ტოქსინებისგან
აქამდე უცნობი რეცეპტი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს!