6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას…

6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას...

ყველაზე დიდი შეცდომა და ფატალურიც კი, არის როცა ზურგის ტკივილის დროს ვამჯობინებთ უმოძრაოდ ყოფნას. ის, რომ ტკივილი გიმსუბუქდებათ რეალურად მხოლოდ ართულებს თქვენს მდგომარეობას. ზურგის ტკივილის დროს აუცილებელია მოძრაობა.

როცა გიწევთ თუნდაც კომპიუტერთან, დიდხან მჯდომარე პოზაში მუშაობა ან ფიზიკურად ხართ დატვირთული, ეს დროთა განმავლობაში ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. თავიდან იწყება მსუბუქი ტკივილისა და დიკომფორტის შეგრძნებით ზურგისა თუ წელის არეში, მაგრამ ნელ–ნელა ძლიერდება.

სამწუხაროდ, დღევანდელობიდან გამომდინარე არ გვაქვს დრო და არც შესაძლებლობა, რომ მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება. თუმცა არის 6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას. სახლის პირობებში გააკეთებთ მათ და შედეგით გაოცდებით.

რაღა თქმა უნდა კვებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა მიირთვათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ძვალ–სახსროვანი სისტემის გამაგრებას უწყობს ხელს.

ეხლა კი გაგაცნობთ თითოეულ ვარჯიშს ცალკ–ცალკე…

 

1. ზღვის ვარსკვლავი

მძიმე და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ეს ვარჯიში ძალიან დაეხმარება თქვენს ზურგს. დაწექით ზურგზე, გაშალეთ ხელები და წელი მოატრიალეთ მარცხნივ. გაჩერდით ასე 10–15 წამი და გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. ეს ვარჯიში უნდა შეასრულოთ რამოდენიმეჯერ, ნელა და აუჩქარებლად.

6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას...

2. მწოლიარე ქვა

ეს ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის აღდგენაში და ზურგის დასვენებაში. დააფინეთ იატაკზე ფუმფულა ან რბილი დასაფენი, დაწექით ზურგზე, ხელები დაიდეთ მუცელზე და ფეხები შემოაწყეთ სკამზე. (იხილეთ ფოტო) ასე უნდა გაჩერდეთ 2–3 წუთი.

6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას...

3. მოქნილი გველი

“მოქნილი გველი” – იოგას პოზაა. ეს ვარჯიში ხერხემლის მოქნილობის შენარჩუნებაში გვეხმარება. დაწექით მუცელზე, ფეხის თითებს დაეყრდენით და ტანი წამოწიეთ რაც შეიძლება ზევით. (იხილეთ ფოტო) ასე უნდა გაჩერდეთ თავიდან 3–5 წამი და ნელ–ნელა გაზარდოთ 7–10 წამამდე. უნდა გრძნობდეთ სხეულისა და კუნთების დაძაბვას. მთავარია არ გადაამეტოთ ვარჯიშს.

6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას...

4. ემბრიონი

ემბრიონის პოზაში ყოფნა ძალიან კარგია ტკივილის შესამსუბუქებლად. დაწექით ზურგზე, მუხლები მიიტანეთ რაც შეიძლება ახლოს მკერდთან და იყავით ასე 30 წამი. ნელ–ნელა გაზარდეთ 1 წუთამდე.

6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას...

5. დავდგეთ კუთხეში

ამ ვარჯიშის წყალობით თქვენ მოახდენთ ყველა კუნთის მოდუნებას. გაგიკვირდათ ხომ? შეასრულეთ ფოტოზე ნაჩვენები მოქმედება და ასე გაჩერდით 20–30 წამი. მელ–ნელა გაზარდეთ 1–1,5 წუთამდე.

6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას...

6. გადახლართული ფეხები 

ამ ვარჯიშის სრული კურსის ჩასატარებლად საჭიროა მისი შესრულება რვაჯერ. ეს ვარჯიში რთულია სხვებთან შედარებით, მაგრამ არა შეუძლებელი. შეასრულეთ ფოტოზე ნაჩვენები მოქმედება.

6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას...

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს და ახლობლებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
6 მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში ხერხემლისა და ზურგისთვის, რომელიც არ საჭიროებს დიდ დროს და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას…
4 აბაზანა ფეხის დაღლილობის მოსახსნელად და არა მხოლოდ….