ართრიტის, ართროზის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის და პოდაგრის სამკურნალოდ, გამოიყენეთ ოროვანდის ფოთლები.

ჯანმრთელობის რეცეპტები: ოროვანდის ფოთლები რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს
ჯანმრთელობის რეცეპტები: ოროვანდის ფოთლები რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს

ოროვანდი ( Arctium) ორწლოვანი რთულყვავილოვანი, მოზრდილი ბალახოვანი მცენარეა. ოროვანდის შემადგენლობაშია: წყალი, ცილები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები, მინერალები – კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, თუთია. ვიტამინები – C, E, B3, B6, B2, B1, B9, K.

ყველამ იცის ოროვანდის ფესვების სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ მისი ფოთლებიც დაჯილდოვებულია სამკურნალო თვისებებით.

ოროვანდი ფოთლები უნდა მოაგროვოთ ივნისში და შემოდგომის დაწყებამდე. გამოიყენება როგორც ნორჩი ასევე გამომშრალი ფოთლებიც.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე სასარგებლო რეცეპტს.

ფოთლების კომპრესი

რადიკულიტის, ართრიტის და ართროზის დროს გაიკეთეთ კომპრესები. კომპრესი კეთდება როგორც ნორჩი ასევე გამომშრალი ფოთლებისაგ, უბრალოდ გამომშრალ ფოთლებს გამოყენებამდე წინასწარ ვალბობთ თბილ წყალში. უნდა დაიდოთ ფოთლები მტკივან და პრობლემატურ ადგილებზე, კარგად შეიხვიოთ შალის ქსოვილით. გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი საშუალების გამოყენებისას მოთმინება გმართებთ, რადგან მკურნალონის პროცესი შედარებით მეტ დროს მოითხოვს. თუმცა შედეგს მალევე იგრძნობთ.

ფოთლებისა და ყვავილების ხსნარი

მოათავსეთ ჭურჭელში 1 ს.კ. ფოთლებისა და ყვავილების გამომშრალი ნარევი და დაასხით 1 ჭიქა წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით, გადაწურეთ და გააგრილეთ. სახსრების ტკივილის დროს გაიკეთეთ საფენები, ხოლო პოდაგრისა და რევმატოზის დროს თბილი აბაზანები დღსი 3–4 ჯერ.

ფოთლების ნაყენი

აიღეთ 1 ლიტრიანი მინის ქილა და მისი 1/3 აავსეთ ოროვანდის წინასწარ დაქუცმაცებული ფოთლებით. დაუმატეთ 100 გრ. თაფლი და 0,5 ლ. არაყი. მიღებული ნარევი შეფუთეთ და დადეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ და თბილ ადგილზე. 2 კვირის შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 ს.კ. 3–4 კვირის განმავლობაში. 1 კვირა შეისვენეთ და აუცილებლობის შემთხვევაში ისევ გაიმეორეთ.

ნაყენის მიღება რეკომენდებულია: რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, ართრიტის, ართროზის, მარილის დაგროვების დროს. მას ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ (1 თვიანი კურსი წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე).

უკუჩვენება: ორსულობის და მეძუძური დედებისთვის, შესაძლოა ინდივიდუალური შეუთავსებლობა.

შეაფასეთ სტატია
ართრიტის, ართროზის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის და პოდაგრის სამკურნალოდ, გამოიყენეთ ოროვანდის ფოთლები.
5 ანტიბიოტიკი, რომელთა სახლში ქონა ყოველთვის სასარგებლოა.