გაეცანით მელისყურას სამკურნალო თვისებებს. ის გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა…

ჯანმრთელობის რეცეპტები: მელისყურას სამკურნალო თვისებები
ჯანმრთელობის რეცეპტები: მელისყურას სამკურნალო თვისებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იცით თუ არა, რა სამკურნალო თვისებების მფლობელია ყველასთვის ცნობილი სოკო მელისყურა?

ის არა მხოლოდ საკვები, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებაცაა. მელისყურას აქვს იმუნიტეტის ასამაღლებელი, ბაქტერიციდული, ანთების და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. ხელს უწყობს ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას, აფერხებს ტურებკულოზის ჩირების ზრდას და ძალიან კარგია მხედველობის დაქვეითების დროს.

ხალხურ მედიცინაში მელისყურას სოკო ხშირად გამოიყენება, როგორც ანტიპარაზიტული საშუალება. სოკო შეიცავს ჰიტინმანოზსა და ბეტა–გლუკენს, ეს ორი კომპონენტი წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისა და მათ კვერცხებისგან. ასევე გამოიყენება პანკრეასის, ღვიძლის, ფარინგიტის, ანგინის, აბსცესებისა და ჩირქოვანი ჭრილობის სამკურნალოდ.

მაღალ ტემპერატურაზე თერმული დამუშავებისას სოკო კარგავს სამკურნალო თვისებებს, სწორედ ამიტომ სამკურნალოდ იყენებენ გამომშრალ სოკოს. მისგან ამზადებენ ზეთოვან ექსტრაქტებს, ფხვნილს და სპირტიან ნაყენს.

გაეცანით მელისყურას სამკურნალო თვისებებს. ის გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა...

რეცეპტი 1. ნაყენი ნორჩი მელისყურასგან

150 მლ. არაყში ჩაყარეთ წინასწარ დაქუცმაცებული 2 ს.კ. მელისყურას სოკო. მირებული სითხე დადგით 2 კვირა ბნელ და გრილ ადგილზე.
მირებული ნაყენი გაფილტვრას არ საჭიროებს.

უნდა მიიღოთ ჰელმინთოზის დროს, დღეში 2–ჯერ 1 ჩ.კ. 2–3 კვირის განმავლობაში. (დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და საღამოს ძილის წინ ნახევარი საათით ადრე.)

რეცეპტი 2. ნაყენი გამომშრალი მელისყურასგან

0,5 ლ. არაყში ცაყარეთ 3 ს.კ. დაქუცმაცებული გამომშრტალი სოკო და დადგით 10 დღე ბნელ, გრილ ადგილზე. ჭურჭელი ყოველდღე შეანჯღრიეთ აუცილებლად. ეს ნაყენი არ საჭიროებს გაფილტვრას.

ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, ძილის წინ 1 ჩ.კ. 3–4 კვირის განმავლობაში ჰელმინთოზის დროს. ხოლო ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად, რადიონუკლიდების გამოსადევნად, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ცუდი მხედველობის დროს  და ღვიძლის დაავადებების დროს (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტის), უნდა მიიღოთ 3 თვის განმავლობაში 1 ჩ.კ. დღეში 2–ჯერ.

ამ ნაყენის გამოყენება ასევე შეიძლება აკნეს, ჭრილობისა და ძირმაგარას დროს გარეგანი გამოყენებისთვის. ასევე ანგინის დროს ყელში გამოსავლებად: 1 ჭიქა წყალში გახსენიღ 2 ს.კ. ხსნარი და გამოივლეთ დღეში 1–2 ჯერ.

ამ ნაყენის გამოყენება აკრძალულია თუ გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადება გაქვთ. არ მისცეთ ბავშვებს 12 წლამდე.

რეცეპტი 3. ნაყენი გამომშრალი მელისყურასგან

0,5 ლ. არაყში ჩაყარეთ 2,5 ს.კ. დაქუცმაცებული გამომშრალი სოკო და შეინახეთ 2 კვირა მაცივარში. ყოველდღე შეანჯღრიეთ და არ გაფილტროთ.

ჰელმინთოსი დროს უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 2 ჩ.კ. 3–4 კვირის განმავლობაში.
ღვიძლის და პანკრეასის დაავადებების, ხედველობის გაუარესების და იმუნიტეტის ასამაღლებლად უნდა მიიღოთ 3 თვის განმავლობაში დღსი 2–ჯერ 1 ჩ.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება ! რეკომენდირებული არაა ნაყენის მიღება კუჭ– ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს, 1 წლამდე პატარებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. შესაძლოა ინდივიდუალური აუტანლობაც.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
გაეცანით მელისყურას სამკურნალო თვისებებს. ის გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა…
კიბოს გამომწვევი პროდუქტები!