ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას…

ასაკის მატებასთან ერთად, გვინდა თუ არ გვინდა თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ხშირად გვავიწყდება თუ რამდენი უნიკალური ხალხური რეცეპტი გვაქვს ხელთ რომლებსაც არ ვიყენებთ, არადა უამრავი პრობლემისგან თავის დაღწევა შეგვიძლია ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით.

ერთ–ერთი ასეთი საშუალებაა თავშავას ჩაი. მას ქალთა ჯადოსნური ჩაის უწოდებენ და კვირაში სამჯერ მიღებით თქვენ დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ჩაის მომზადებისა და მიღების წესებს.

ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას...

თავშავა (Origanum vulgare) მრავალწლიანი სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 20–დან 90 სანტიმეტრამდე მერყეობს. მას აქვს იისფერი ყვავილები, სასიამოვნო არომატი და მომჟავო – მოტკბო – მოცხარე გემოთი.

ამ მცენარეში მრავლადაა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ეთერზეთები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ტერპენები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფენოლები, ვიტამინები: PP, K, B9, B6, B1, C, A, ბეტა კაროტინი. მიკრო და მაკრო ელემენტები: თუთია, სელენი, რკინა, მანგანუმი, ფოსფორი, სპილენძი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი.

ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას...

განსაკუთრებით ქალებისთვის სასარგებლო თვისებების გამო, მას დედობილსაც უწოდებენ. წინაპართა გადმოცემით, თავშავა მთლიანი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და მრავალი დაავადების სამკურნალო უებარი მცენარეა.

ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას...

ეს მცენარე ხშირად გამოიყენება სანელებელის სახით (ორეგანო), მაგრამ ბევრმა არ იცის მისი სამკირნალო თვისებების შესახებ.

თავშავას ჩაი

თავშავას ჩაი ჯერ მარტო თავისი სურნელითა და არომატით მოგანიჭებთ სიამოვნებას. აუცილებლად სცადეთ და თავად დარწმუნდით მის ჯადოსნურ სამკურნალო თვისებებში.

ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას...

საჭირო ინგრედიენტები:

– 3 ს.კ. ნედლი თავშავა ან 1 ს.კ. გამომშრალი თავშავა
– 300 მლ. წყალი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ჭურჭელში თავშავა და დაასხით ადუღებული წყალი. დააფარეთ თავსახური, 10 წუთის შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ კვირაში 3–ჯერ. (სიტკბოს მისანიჭებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი თაფლი)

ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას...

გაციების დროს ამზადებენ შედარებით ძლიერ ჩაის: 200 მლ. ადუღებულ წყალში ცაყარეთ 2 ს.კ. მშრალი მცენარე, დააყენეთ 10 წუთი და დალიეთ თბილ მდგომარეობაში. უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ.

თავის ტკივილის დროს კი, 200 მლ. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. მშრალი თავშავა. 30 წუთის შემდეგ გალიტრეთ და დალიეთ.

თავშავას ჩაის სასარგებლო თვისებები:

– შარდის ბუშტის დისფუნქციისას, თავშავას ჩაი ხსნის ანთებას, საშარდე სისტემაზე ზემოქმედების წყალობით.

– სტრესისა და ნერვული აშლილობისას აგვარიდებს ნერვიულობას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას, უმკლავდება უძილობას.

– გვეხმარება გინეკოლოგიაში, ქალებში აღადგენს ჰორმონალურ ფონს. მოაქვს სარგებელი მენოპაუზისას, მოგვაშორებს კლიმაქტერულ სინდრომს, აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას.

– აძლიერებს ძვლებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აფერხებს ნაადრევი დაბერების პროცესს.

– გაცივებისა და სურდოს დროს ეხმარება შეშუპებების დაცხრობაში, გვეხმარება სისველის გამოდევნაში, აქრობს ანთებას და ტკივილს ყელში.

– სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობს შეფერხებისას. გვეხმარება წყლულის შეხორცებაში, აგვარიდებს გაზების დაგროვებას, გვიხსნის კუჭის სპაზმებს.

ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას...

უკუჩვენება!

თავშავას გამოყენება აკრძალულია ორსულებისთვის. მან შეიძლება ზიანი მოგაყენოთ საშვილოსნოს შევიწროების თვისების გამო და გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ქალთა ჯადოსნური ჩაი დაგავიწყებთ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას…
გაყინეთ ლიმონი და სამუდამოდ დაივიწყებთ დიაბეტს, სიმსივნურ წარმონაქმნსა და ჭარბ წონას