კენკრა, რომელიც ყველა რეკორდს ხსნის ჯანმრთელობის და სილამაზის სადარაჯოზე!

შინდი (Cornus)  უძველესი კულტურული მცენარეა. ის ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, კავკასიაში, მოლდავეთსა და ყირიმში.

მისი ნაყოფი მეტად სასარგებლოა რადგან ის  შეიცავს: გლუკოზასა და ფრუქტოზას,ორგანულ მჟავებს– ლიმონმჟავას, ვაშლის, ქარვის და  ნიკოტინის მჟავებს, პექტინებს, მთრიმლავ  და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს, C  და P ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, კალიუმის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმის და გოგირდის მარილებს. ვიტამინის შემცველობით შინდი შავ მოცხარსაც კი ჯობნის. 100 გრ. ნაყოფი 50 მგ-ზე მეტ ასკორბინის მჟავას  შეიცავს. შინდის კურკაში 34%-მდე ცხიმია, ქერქში კი გლიკოზიდი კორინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავები. მცენარის ფოთლები მდიდარია C და E ვიტამინებით. სამკურნალო


დღეს გაგაცნობთ 7 სამედიცინო მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ხშირად შინდი. კენკრა, რომელიც ყველა რეკორდს ხსნის ჯანმრთელობის და სილამაზის სადარაჯოზე.

1. თირკმელების ფუნქციას აწესრიგებს

შინდი ასტიმულირებს ორგანიზმიდან შარდის გამოყობას. აქედან გამომდინარე ის შესანიშნავად ხსნის შეშუპებას და გამოდევნის შლაკებს ორგანიზმიდან. შინდი შესანიშნავი დიურეტიკია.

2. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას

ეს კენკრა სასარგებლოა მათთვის ვისაც სურს წონის დაკლება, რადგან ის შეიცავს პექტინს. პექტინი კი უზრუნველყოფს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას.



3. თავიდან აირიდებთ ჰემოროის გართულებას


შინდის კურკა ისეთ მცენარეულ ზეთს შეიცავს, რომელიც მდიდარია ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებებით. სწორედ ეს უზრუნველყოფს დაავადების მიერ გამოწვეული ტკივილებისა და შეშუპების შემცირებას. უნდა მიირთვათ 1 მუწა კენკრა კურკებიანად დღეში ერთხელ. ( შეგიძლიათ მიირთვათ გატარებულ მდგომარეობაში)

4. ამაღლებს იმუნიტეტს

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს კენკრა დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ ეს ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. სულ რაღაც ნახევარი ჭიქა შინდი დაიცავს თქვენს ორგანიზმს  ვირუსების სეზონზე. საუკეთესო შედეგისთვის ჩაიტარეთ 10 დღიანი კურსი.
თუ უკვე გაცივდით, მაშინ ხშირად მიიღეთ შინდის მურაბიანი ჩაი ან შინდის კომპოტი. ის ტემპერატურის დაწევაშიც დაგეხმარებათ და უმკლავდება ყელის ტკივილს.

5. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, მაშინ ყოველი ჭამის წინ 1–2 საათით ადრე მიირთვით 1 მუწა შინდი.

6. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

აკნეს ან ანთებითი გამონაყარის დროს მიიღეთ 1 მუწა შინნდი სისტემატიურად და თავადვე ნახავთ, რომ კანი მალე გაგისუფთავდებათ და გამოგიჯანმრთელდებათ.
ეგზემის დროს შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ცოცხლად, ასევე ნახარშის წვენის და მურაბის სახით.

ხუთი სხვადასხვა რეცეპტი გემრიელი და სასარგებლო შინდის კომპოტის მოსამზადებლად

7. სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს

საქრიანი დიაბეტის დროს შინდის მირება აუცილებელია. მიირეთ წამამდე 30 წუთით ადრე 50 მლ. შინდის წვენი და ნელ–ნელა ყოველდრურად გაზარდეთ 200 მლ–მდე.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
კენკრა, რომელიც ყველა რეკორდს ხსნის ჯანმრთელობის და სილამაზის სადარაჯოზე!
აქ გაიგებთ, რომელი სასარგებლო პროდუქტები აფუჭეს კბილებს!