ჩვენ გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ დამწვრობას სახლის პირობებში სრაფად და ეფექტურად…

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე მეთოდს, თუ როგორ გაართვათ თავი სახლის პირობებში მიღებულ დამწვრობას ან ჩაიტაროთ პირველადი დახმარება სწრაფად და ეფექტურად. რაღა თქმა უნდა როცა საქმე ეხება სერიოზულ დამწვრობას, გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ექიმს. თუმცა როცა დამწვრობა არც ისე დიდია, შეგიძლიათ სახლის პირობებშიც იმკურნალოთ.

რეგენერაციისთვის კანს დაახლოებით 1 კვირა ესაჭიროება. ჩვენი დახმარებით ამ პერიოდს უმტკივნეულოდ და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გადაიტანთ.

1. თაფლი

როგორც იცით, თაფლს აქვს ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ის აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. თუ წაისმევთ მას დამწვრობაზე, მალევე იგრძნობთ შედეგს.

2. ცივი კომპრესი

დამწვრობის მიღებისთანავე თუ გაიკეთებთ ცივ კომპრესს, ეს აუცილებლად შეამცირებს ტკივილისა და წვის შეგრძნებას. ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ქსოვილი, რომელის არ დატოვებს არანაირ ბუსუსებს დამწვრობაზე ან გამოიყენეთ ბინტი (მარლა) სველი ქსოვილი დაიდეთ 10–15 წუთით.

3. ტკივილგამაყუჩებლის მიღება

ტკივილის დროს ასევე შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებლის მიღება. წინასწარ გაეცანით მირების წესსა და დოზირებას.

4. მზისთვის თავის არიდება

დამწვრობის მიღების დროს მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რადგან დაზიანებული ქსოვილები დაუცველია გადახურებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

5. ალოე ვერა

ალოე ვერა ძალიან კარგია დამწვრობის დროს, რადგან აქვს როგორც გაგრილების ასევე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი რბილობი დააჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს.

6. ცივი წყალი

დამწვრობის მიღებისთანავე ყველაზე სწრაფი და ეფექტური პირველადი დახმარებისთვის არის, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ 15 წუთით დაზიანებული მონაკვეთის გაჩერება. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნაზად ჩამოიბანოთ სარეცხის საპნით.

 

7. წყლულების დაცვა

არავითარ შემთხვევაში არ გაიხეთქოთ წარმოქმნილი წყლულები. ეს ნამდვილად არ დააჩქარებს რეგენერაციის ან გამოჯანმრთელების პროცესს, მაგრამ დიდი სანსია ინფექცია შეიჭრათ. წყლულები ნელ–ნელა თავისით გაქრება.

8. ანტიბაქტერიული მალამო

თუ გაგიღიზიანდათ დამწვრობის ადგილი, შეგიძლიათ ძილის წინ წაისვათ ანტიბაქტერიული მალამო და გადაიხვიოთ ნაზად სტერილური სახვევით.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ჩვენ გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ დამწვრობას სახლის პირობებში სრაფად და ეფექტურად…
როგორ მივიღოთ პროპოლისის ნაყენი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად
როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით