ამ მცენარის ფესვები კუჭ–ნაწლავის დაავადებების უმეტესობას კურნავს!

ოროვანდი (Arctium) ორწლოვანი რთულყვავილოვანი, მოზრდილი ბალახოვანი მცენარეა. ის ფართოდ გავრცელებული სარეველა მცენარეა, რომელსაც მრავალი დაავადების მკურნალობა და ამ დაავადებების თავიდან აცილება შეუძლია

ოროვანდს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უწოდებენ: დელხვინას, დილხვენას, ოლაღუას, ოხაკუას, ოხაკუეს, ოხოკუას, ფათარს, ღალაღუნტას, ღელაღუნტას, ღელეღუნტას, ღორიფუშას, ღულაღუნას, ზურხვინას, ზურხუნაჲს, ძირხვენას, უჩა-ტყას, ყვალმაჩს.

ოროვანდის შემადგენლობაშია: წყალი, ცილები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები, მინერალები – კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, თუთია; ვიტამინები – C, E, B3, B6, B2, B1, B9, K.

სამკურნალო მიზნით იყენებენ ოროვანდის ფესვებს, ფოთლებსა და თესლს.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს, რომელსაც თავადაც დაამზადებთ ოროვანდისგან, კუჭ–ნაწლავის რამოდენიმე დაავადების შემთხვევაში..

კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა

ქვაბში ჩაასხით 6 ჭიქა მდუღარე წყალი და ჩაყარეთ შიგნით 3 ს.კ. გამომშრალ–დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვი. დაახურეთ თავსახური და დადგით 3–4 საათი, შემდეგ ორქტლის აბაზანაზე აადუღეთ 10–15 წუთი. გადმოდგით, გააგრილეთ და გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაასხით მდუღარე წყალი, რომ დაუბრუნდეს საწყის მოცულობას. უნდა მიიღოთ დღეში 2–3 ჯერ, 1/2 ან 1/3 ჭიქის ოდენობით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ცხოველქმედების რეგულირება

200 მლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 15 გრ. ფესვი და ადურეთ 20 წუთი. მიღებული სითხე გადაწურეატ და გააგრილეთ. უნდა მიიღოთ ორი კვირის განმავლობაში დღეში 3–ჯერ 1 ს.კ.

გასტრიტის მკურნალობა

თუ კუჭის ლორწოვანი შრის ანთებითი ხშირად გემართებათ, სასურველია ყოველ წელს (გაზაფხულობით) მკურნალობის მარტივი კურსი გაიაროთ.

1. თბილი ნაყენი

1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. მიღებული სითხე დააყენეთ 12 საათით და შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ თბილი სახით ღეში ოთხჯერ 1–2 ჭიქა.

2. სალათი

შეგიძლიათ ყოველდღე დაუმატოთ სალათს უმად ან ღუმელში გამომცხვარი ახალგაზრდა ოროვანდის 4–5 ფესვი. ახალგაზრდა ფესვს მარტივად ძვრება კანი და შიგნიდან თეთრი რბილობი აქვს.

3. ცივი ნაყენი

1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ფესვი, დააყენეთ 5 საათი და შემდეგ გადაწურეთ. მიღებული ნაყენი უნდა მიიღოთ საუზმემდე, სადილამდე და ვახშმამდე ცოტა ხნით ადრე 1/3 ჭიქა. მკურნალობის კურსი მკაცრად არაა განსაზღვრული და გრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე.

4. ნახარში

1 ჭიქა ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ დაქუცმაცებული ფესვი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. მიღებული სითხე გადაწურეთ და გააგრილეთ. უნდა მიიღოთ დღეში 3–4 ჯერ 1 ს.კ.

საჭმლის მონელების გაუმჯობესება

1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ ოროვანდის მშრალი ფოთლები და დააყენეთ 2 საათით. უნდა მიიღოთ 3 კვირის მანძილზე, დღეში 4–6 ჯერ 1 ს.კ.

ნაღვის ბუშტში კენჭების დაშლა, ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობა

750 მლ. წყალში 3 საათით ჩაალბეთ 3 ს.კ. გამომშრალი ფესვი, შემდეგ ნელ ცეცხლზე მოხარშეთ 10–15 წუთი. გადმოდგმის შემდეგ დააყენეთ 15 წუთით და გადაწურეატ. უნდა მიიღოთ დღეში 2–3 ჯერ ჭამის შემდეგ 70–100 მლ.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პანკრეატიტისა და გასტრიტის მკურნალობა

ოროვანდის ახლად დაწურული წვენი მიიღეთ პირველი კვირის განმავლობაში 1 ჩ.კ. ოდენობით დღეში3–ჯერ, მეორე კვირას – 1 დესერტის კოვზი დღეში 3–ჯერ, ხოლო მესამე კვირას – 1 ს.კ. დღეში 3–ჯერ.

ცუდი პერისტალტიკის კოლიტის, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ატროფული ცვლილებების, ყაბზობის მკურნალობა

1. ნახარში

2 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ2 ს.კ. ოროვანდის თესლი და დააყენეთ თერმოსში მინიმუმ 12 საათით, შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ 1/2 ჭიქა.

2. ნაყენი

ქილაში 1/3–1/4 მოცულობით მოათავსეთ ოროვანდის თესლი. დაასხით არაყი (ბოლომდე გაავსეთ ქილა), შემდეგ დადგით ბნელ და გრილ ადგილზე 3 კვირით. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 1 ს.კ.

ქრონიკული ყაბზობის მკურნალობა

2 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. ოროვანდის ფესვი და დააყენეატ 2 საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ცხელი სახით. უნდა მიიღოთ დღეში 2–4 ჯერ 1/2 ჭიქა.


გასტრიტის, ყაბზობის, ავიტამინოზის მკურნალობა

1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით 1 ს.კ. ოროვანდის მშრალ ფოთლებს და დააყენეთ 2 საათი, შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 4–6 ჯერ ჭამის შემდეგ 1 ს.კ.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

 

შეაფასეთ სტატია
ამ მცენარის ფესვები კუჭ–ნაწლავის დაავადებების უმეტესობას კურნავს!
კვანძური ტოქსიკური ჩიყვის დროს გამოიყენეთ ბაბუაწვერას ფესვები. ის…