ხალხური რეცეპტი გულის კუნთის სისუსტის სამკურნალოდ

გულის კუნთის სისუსტის დროს შესაძლებელია განვითარდეს ინფარქტი საკმაოდ მარტივად. ექიმები ძირითადად ნიშნავენ მედიკამენტოზურ კურსს. აღნიშნული კურსი საკმაოდ გრძელვადიანია და არ იძლევა გარანტიას, რომ პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრება. ხალხურ მედიცინაში კი არის რეცეპტი, რომელიც უზრუნველყოფს გულის კუნთის გამაგრებას. რაღა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც საჭიროა გარკვეული კურსის დაცვა და მიღება წესისამებრ. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც დაგავიწყებთ გულის კუნთის სისუსტეს.

ინგრედიენტები: 

– 2 ს.კ. კუნელი

– 1 ჭიქა ასკილი

– 1 ლ. მდუღარე წყალი

მომზადების წესი: 

აადუღეთ 1 ლ. წყალი და ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი კუნელი, ამის შემდეგ კიდევ ადუღეთ  20 წუთის მანძილზე. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ დაამატეთ 1 ჭიქა ასკილი და ადუღეთ კიდევ 10 წუთი, შემდეგ გადმოდგით. დადგით ბნელ და გრილ ადგილზე 1 დღე–ღამის მანძილზე, შემდეგ გადაწურეთ.

მიღებული ნაყენი თბილ მდგომარეობაში უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 ს.კ. 14 დღის მანძილზე, შემდეგ შეისვენოთ 10 დღე და ისევ გაიმეოროთ 14 დღიანი კურსი.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ხალხური რეცეპტი გულის კუნთის სისუსტის სამკურნალოდ
Fiul ei a vazut ca i se misca "ceva" in zona genelor. Ce a descoperit un oftalmolog in ochiul unei femei - Stirileprotv.ro
ფრთხილად! კარგად დააკვირდით წამწამებს!