დაივიწყეთ გაციება სამუდამოდ ! მიიღეთ სულ რაღაც 2 კოვზი…

დღეს გაგაცნობთ გაციების და ძლიერი ხველის დროს მისაღებ ეფექტურ ბუნებრივ საშუალებას. მისი დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში. ეს საშუალება სამედიცინო პრეპარატებზე უკეთ მოგაშორებთ ხველას. საუბარია ”ხველის სიროფზე”, რომელიც მზადდება რძისა და ხახვისგან.

რძე და ხახვი საკმაოდ ეფექტურია, რადგან მათში არსებულ ნივთიერებებს აქვს  ძლიერი ანტივირუსული და იმუნური სისტემის გასაძლიერებელი მოქმედება. რძე ისედაც ცნობილია, რადგან  ის არბილებს მშრალ ხველას. ეს ცხელი სასმელი ბრონქების რელაქსანტია.

გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს. თითოეული მათგანის მომზადება საკმაოდ მარტივია და რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს ძალიან სწრაფად.

რეცეპტი N 1

 

დაგჭირდებათ : 1 ლ. რძე

1 ცალი ხახვი

2 ს.კ. თაფლი

2 ს.კ. კარაქი

სოდა

აადუღეთ რძე და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. ორიოდე წუთში დაუმატეთ კარაქი და მწიკვი სოდა. (ბევრი სოდა საჭირო არაა რადგან სასმელს ექნება უსიამოვნო გემო)
მიღებული სასმელი გააციეთ  და დაუმატეთ თაფლი.
მიიღეთ მცირე რაოდენობით მთელი დღის მანძილზე და მეორე დღესვე იგრძნობთ შვებას.

რეცეპტი N 2 


დაგჭირდებათ: 250 მლ. რძე

1 ცალი დიდი ხახვი

მცენარე ,,სალბი”

რძე წინასწარ აადურეთ და შეაგრილეთ. შემდეგ შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები და დააბლენდერეთ.
უნდა დალიოთ დღის განმავლობაში მცირე ნაწილი, მაგრამ თუ ხველა  ღამეც გაწუხებთ, შეგიძლიათ ძილის წინაც მიიღოთ  მცირე ოდენობით.


რეცეპტი N 3

დაგჭირდებათ : 1 ლ. რძე

10 პატარა ხახვი

1 ც. ნიორი

1 ს.კ. თაფლი

მდუღარე რძეში ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი და ხახვი. უნდა ურიოთ იქამდე, სანამ ხახვი კარგად არ დარბილდება.
როცა გადმოდგავთ, დაუმატეთ თაფლი.
უნდა მიიღოთ დღეში 3– ჯერ 2 ს.კ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ საშუალებად შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებების, ალერგიის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ან შაქრიანი დიაბეტის დროს. ამიტომ ამ პრობლემების მქონე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ზემოთ ხსენებული საშუალების მიღებისგან.

გისურვებთ ჯანმრთელობას ! გაუზიარეათ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს და ახლობლებს.

შეაფასეთ სტატია
დაივიწყეთ გაციება სამუდამოდ ! მიიღეთ სულ რაღაც 2 კოვზი…
ეს საშუალება ვარიკოზული ვენების ნებისმიერ სტადიაზე დაგეხმარებათ.