სახლის პირობებში დიდი რაოედნობით კომბოსტოს დამწნილება გსურთ? მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა. გაგაცნობთ დეტალებს უგემრიელესი მწნილის მისაღებად

სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ უამრავი რეცეპტისა თუ ხრიკის გამოყენების მიუხედავად, კომბოსტოს მწნილი გამოდის რბილი, ლორწოვანი და მომწარო გემოთი. მითუმეტეს როცა დიდ რაოდენობაზეა საუბარი. დღეს ჩვენ დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ რამოდენიმე  დეტალს, თუ როგორ მიიღოთ უგემრიელესი კომბოსტოს მწნილი სახლის პირობებში.

რეცეპტი გაგვიზიარა ქალბატონმა ნინამ, რომელიც გასაყიდად  ამზადებს სახლის პირობებში უგემრიელეს მჟავეულობას წლების მანზილზე.

როგორ დავამწნილოთ კომბოსტო

გაგაცნობთ ნაბიჯ–ნაბიჯ თითოეულ დეტალს, რომ დაამზადოთ უგემრიელესი კომბოსტოს მწნილი.
შეიძლება ზოგიერთმა დიასახლისმა იცოდეს კიდეც ამ დეტალების შესახებ…

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რასაც ქალბატონი ნინა აქცევს ყურადღებას , ეს არის მთვარე.
კომბოსტო გემრიელი რომ გამოგივიდეთ, მთვარე უნდა იყოს მზარდი. ჯერ კიდევ ბებიებისგან გაუგია, რომ მწნილი აუცილებლად ხრაშუნა იქნება თუ კომბოსტოს ისეთ დღეს დაამწნილებთ, რომლის სახელშიც ურევია ასო  ”რ” .
ასეთი დღეები კი ორშაბათი და პარასკევია.

ასევე ბებიებისგან იცის, რომ დამწნილება კვირის „ქალების დღეშიც“ შეიძლება: ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი.
ყველაზე მნიშვნელოვანი: ქალებს კრიტიკული დღე არ უნდა ჰქონდეთ. ამ მხრივ მამაკაცებს საქმე ბევრად მარტივად აქვთ.

დამწნილების პროცესი

ნაბიჯი 1. კომბოსტო და სტაფილო ისე დაჭერით, რომ ჭარბობდეს კომბოსტო. წინააღმდეგ შემთხვევაში ნარინჯისფერ მწნილს მიიღებთ და არომატიც სხვა იქნება.
უნდა გაავსოთ სამ ლიტრიანი ქილა ბოლომდე, ჩატუმბვის გარეშე.

ნაბიჯი 2.  1 ლიტრ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ  1 ს.კ. მარილი და ჩაასხით ქილაში. (ეცადეთ არ გადაამლაშოთ, რომ შემდეგ არ მოგიწიოთ კომბოსტოს გარეცხვა)

ნაბიჯი 3.  გააჩერეთ ასე კომბოსტო 5–6 დღე. ყოველდღე შეანჯღრიეთ, რომ დაგროვილი გაზები მთლიანად გამოვიდეს.

ნაბიჯი 4.  უკვე შეგიძლიათ კარგად ჩატუმბოთ კომბოსტო ქილაში. დაუმატეთ 500 მლ. მარილწყალი და 2 კოვზი შაქარი.
(შაქარი აუცილებლად მთლიანად უნდა ჩაიძიროს მარილწყალში) ასე გააჩერეთ კიდევ 2 დღე და თქვენი კომბოსტოც მზადაა!
(კომბოსტო უნდა გედგათ გრილ ადგილზე)

უფრო დეტალურად ამ ვიდეოში შეგიძლიათ გაეცნოთ ზემოთ ხსენებულ მეთოდს:

Thank you for watching!

აუცილებლად სცადეთ, თავადაც ისიამოვნეთ გემრიელი და ხრაშუნა კომბოსტოს მწნილით.
გაუზიარეთ ეს ინფორმცია მეგობრებს და ახლობლებს.

შეაფასეთ სტატია
სახლის პირობებში დიდი რაოედნობით კომბოსტოს დამწნილება გსურთ? მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა. გაგაცნობთ დეტალებს უგემრიელესი მწნილის მისაღებად
эликсир молодости
პროფესორ ეფიმოვის ოქროს რეცეპტი: სასმელი, რომელსაც დამსახურებულად უწოდებენ ახალგაზრდობის ელექსირს. რეცეპტი იხილეთ აქ…