2 დღიანი დეტოქს დიეტა, რომელიც მოგაშორებთ ჭარბ წონას! წმენდს თირკმელებსა და ღვიძლს. გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან.

პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ  თუ ნორმაზე ნაკლებს შეჭამთ, ორგანიზმი საპირისპიროდ იმოქმედებს. შიმშილის დროს ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ორგანიზმი იწყებს გადასარჩენად მეტი ცხიმს შენახვას, რაც თავისთავად ანელებს წონაში კლების პროცესს. დიეტა არ უნდა იყოს ჰიპოკალორიული.

რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზმის გაწმენდა?

წელიწადში 2–3 ჯერ  ორგანიზმის გაწმენდა აუცილებელია. მიუხედავად იმისა რომ ღვიძლი, თირკმელები და მსხვილი ნაწლავი ხელს უწყობენ ორნაგიზმის გაწმენდას, ჭარბი ტოქსინების რაოდენობა მათ ფუნქციონირებაზეც საკმაოდ ნეგატიურად აისახება. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენც, რომ ორგანიზმმა სწორად ფუნქციონირება შეძლოს. თავისთავად ეს ყველაფერი კარგად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გთავაზობთ სულ რაღაც 2 დღიან დეტოქს დიეტას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ტოქსინებისა და ნივთიერებებისგან.


2 დღიანი დეტოქს დიეტა

საუზმე: კინოა ქიშმიშით

ორივე ინგრედიენტი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, განსაკუთრებით ცილებითა და ფოსფორით. ასევე მდიდარია უჯრედისით.
კინოა შეგიძლიათ ნუშის ან სეზამის რძეში მოხარშოთ, შემდეგ კი დაუმატოთ ქიშმიში. ასე მომზადებული კიდევ უფრო სასარგებლოა.


წახემსება:

ვარიანტი   1: სალათი
სტაფილო, ნიახურის ღეროები, ვაშლი (ან კიტრი)

კიტრი ან ვაშლი, სტაფილო და ნიახურის ღეროები დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოასხით ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და მწიკვი ჰიმალაის მარილი. (ნებისმიერი სხვა ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი გემოვნებით)

ვარიანტი   2:  სმუზი
კომბოსტო, ლიმონი, პიტნა, კივი (ან ანანასი), ვაშლი (ან კიტრი)

ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ გარეცხილი  კომბოსტოს ფურცლები და კიტრი. შემდეგ ანანასის რამდენიმე ნაჭერი, ლიმონის წვენი (გემოვნებით), 1 მუჭა პიტნა და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. მიღებული მასა სასურველია  დაუყონებლივ დალიოთ.


სადილი:  ხილის სმუზი

1 ც. ბანანი, 1 ფინჯანი უშაქრო ნუშის ან სეზამის რძე, 1 მუჭა მოცვი, 1 ს.კ. ჩიას თესლი (ან დაფქული სელის თესლი) და ცოტა თაფლი.
ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში და მიღებული მასა სასურველია მიიღოთ დაიყოვნებლივ.

სამხარი: ისეთივე, როგორც დილით წახემსება.


ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი

წვნიანში აუცილებლად უნდა შედიოდეს ნიახური, ხახვი, ნიორი, კომბოსტო, ცოტა კვლიავი, სტაფილო და ნახევარი კარტოფილი.

ზუსტად იგივეს ვიმეორებთ მეორე დღესაც.  სულ ეს არის, წარმატებას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
2 დღიანი დეტოქს დიეტა, რომელიც მოგაშორებთ ჭარბ წონას! წმენდს თირკმელებსა და ღვიძლს. გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან.
სალბისა და თაფლის მალამო – საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად მოგაშორებთ სილურჯეებს.