ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

მათ, ვინც იყვნენ დასასვენებლად შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, დიდი ალბათობით ჩამოუტანიათ სუვენირის სახით წითელი გამომშრალი ყვავილების შეფუთვა. ჰიბისკუსი (ჩინური ვარდი, სუდანის ვარდი) – ეს მცენარე პირველ ადგილზეა აღმოსავლეთში უამრავ დაავადებასთან გამკლავბის მხრივ.

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

ჰიბისკუსის ყვავილის სასარგებლო თვისებების სრულად შესაფასებლად, მოამზადეთ ტრადიციული სასმელი – კარკადეს ჩაი. ეს არის სასიმოვნო სასმელი ოდნავ მომჟავო არომატით. ის ფაქტიურად აცოცხელბს მთელს ორგანიზმს, კვებავს უჯრედებს სასარგებლო ნივთიერებებით და წმენდს მავნე ნივთიერებებისგან. მთავარია მისი სწორად მომზადება!

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

კარკადეს ჩაის სასარგებლო თვისებები

ეგვიპტეში ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებდნენ კარკადეს როგორც შარდმდენ, პათოგენურ, გაციების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. ეს სასმელი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას. ის აწესრიგებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას და აღადგენს ღვიძლს.

ჰიბისკუსის ჩაის რეგულარული გამოყენებით თქვენ გააწმენდთ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. ის ასევე დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

მუქი ლალის ფერი შეფერილობა მის შემადგენლობაში მყოფი ანთოციანინების დამსახურებაა. ეს ნივთიერებები ამაგრებს სისხლძაღვების კედლებს და წმენდს მათ დალექილი ქოლესტერინისგან.

ჩაის მომჟავო გემოს აძლევს C ვიტამინის და ლიმონის მჟავის დიდი შემადგენლობა. ამასთან ერთად ის არ შეიცავს ოქსილის მჟავას. ამიტომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა თირკმელების და სახსრების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

კარკადეს ასევე აქვს ანტიჰელმიტური თვისებები და მოქმედებს როგორც გამაყუჩებელი ნაწლავებში არსებული კოლიკების დროს.

კარკადეს ყველაზე კარგად შეუძლია ნაბახუსევის სინდრომის მოხსნა.

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ კარკადე არ შეიძლება ჰიპერტონიკებისთვის. ეს სასმელი ნამდვილად იწვევს წნევის მომატებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ მას ცხელი სახით მიირთმევთ. ცივ მდგომარეობაში კი ის პირიქით, წნევას ამცირებს. ასე რომ მას შეიძლება ვუწოდოთ უნივერსალური საშუალება წნევის დასარეგულირებლად.

როგორ მოვადუღოთ კარკადეს ჩაი

მნიშვნელოვანია ჰიბისკუსის სწორად მომზადება. ამისთვის 10 გრ (1 ს.კ.) გამომშრალ ფურცლებს უნდა დაასხათ 1 ლ. სუფთა ცივი წყალი და დატოვოთ 2 საათით. უკეთეს შემთხვევაში კი მთელი ღამით.

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

ამის შემდეგ დადგით ის ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და დატოვეთ იდევ 5 წუთით. გადმოდგით, გადაწურეთ და დაუმატეთ გემოვნებით შაქარი ან თაფლი.

ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ჰიბისკუსის სასარგებლო თვისებები
მოამზადეთ კრევეტების და ავოკადოს სალათი. რეცეპტი იხილეთ აქ…