სურდო, გაჭედილი ცხვირი, სისუსტე, გრიპი, გაციება ეს ის პრობლემებია, რომელმაც არც ასაკი იცის და არც სქესი. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც მინიმუმ ერთხელ მაინც შეუწუხებივართ. მიუხედავად ამის საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტს გვთავაზობს სააფთიაქო ქსელები მათთან საბრძოლველ საშუალებებს, მაგრამ აქვე კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მათ უკუჩვენებებიც გააჩნია. ბუნებაში კი ნებისმიერი პრობლემის სამკურნალო საშუალება შეგვიძლია მოვძებნოთ, რომელიც სრულიად უვნებლად გაგვათავისუფლებს ამ თუ იმ პრობლემისგან. სწორედ ამ სტატიაში გასწავლით ზემოთ აღნიშნული პრობლემების წინააღმდეგ მებრძოლ საშუალებას, რომელიც სრულიად უვნებელი და მთლიანად ბუნებრივი საშუალებაა.
ჯანჯაფირი სწორედ ის, საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული, პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში, თაფლთან და ლიმონთან ერთად.
მომზადება და გამოყენება
- 2 საშუალო ზომის ჯანჯაფირი
- 2 საშუალო ზომის ლიმონი
- ნატურალური თაფლი
აიღეთ მითითებული რაოდენობის კოჭა და ლიმონი, კარგად გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, შემდეგ მოათავსეთ, სათანადო ზომის, მინის ჭურთელში და დაასხით თაფლი ისე, რომ ჭურჭელი გაივსოს, შემდეგ მჭიდროთ დაახურეთ ჭავი და შედგით მაცივარში, არა საყინულეში. როგორც კი რაიმე გაციების სიმპტომი გექნებათ უკვე გამზადებული საშუალება გამოიღეთ მაცივრიდან და 3 კოვზი ჩაყარეთ ადუღებულ ცხელ წყალში და დააყოვნეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მიირთვით.