საბჭოთა კავშირის დროინდელი ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი

უნიკალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი ვიპოვე, აი ისიც!
“ბულკი”, რომელიც 20 თეთრი ღირდა

ალბათ ყველას გახსოვთ, სკოლაში წასვლა ამ ფუნთუშების გარეშე შეუძლეებლი იყო. ჯიბეში მუდამ გვქონდა 20 თეთრი მათ საყიდლად.

იმ დაუვიწყარი გრძნობის გასახსენებლად, ძირძველი რეცეპტი მოვიძიეთ, აი, ისიც.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ფქვილი
  • 1 პაკეტი მშრალი საფუარი
  • 250 მლ რძე
  • 4 კვერცხის გული
  • 100 გრ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • მწიკვი მარილი

მოსართავად:

  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს/კ რძე

მომზადება:

საბჭოთა კავშირის დროინდელი ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი

თბილ რძეში საფუარი გახსენით, დაამატეთ 1-2 ს/კ შაქარი და 1-2 ს/კ ფქვილი. კარგად აურიეთ და 15 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.

შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ცომი მოზილეთ, ისე, რომ რბილი იყოს და ხელებზე არ გეკვრებოდეთ.

ჭურჭელს კარაქი წაუსვით და მზა ცომი იქ მოათავსეთ. ცომის თასი თბილ ადგილას დადგით და ადროვეთ, სანამ ოდნავ არ ამოვა.

როცა ცომი მზად იქნება, დაყავით მცირე ზომის ნაწილებად და ერთმანეთისგან ოდნავ მოშორებით, საცხობ ფორმაზე მოათავსეთ.

ფუნთუშებიანი საცხობი ფორმა თბილ ადგილას დადგით. აცადეთ, სანამ კიდევ ოდნავ არ ამოვა

კვერცხის გულის და რძის ნარევი ფუნთუშებს ზემოდან წაუსვით.

ფუნთუშები 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ (ცხობის პროცესს თვალია დევნეთ).

გემრიელად მიირთვით!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

საბჭოთა კავშირის დროინდელი ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი